"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, უეინ რუნი გაუშვას

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, კლუბი მზადაა, რუნის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღოს, რადგან თვლის, რომ ფეხბურთელის კარიერა დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში ის კონკურენტუნარიანი ვერ იქნება.

გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რუნის ხელფასზე გაწეული ხარჯი შეამციროს, რომელიც კვირაში 330 ათას ფუნტს იღებს.

რუნის მიმართ ინტერესს კი ჩინური კლუბები იჩენენ, რომლებიც მზად არიან, მას ბევრად მეტი ხელფასი გადაუხადონ, ვიდრე ახლა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული