ჰენრიხ მხითარიანი მარტო ვარჯიშობს, რომ შემადგენლობას დაუბრუნდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი მარტო ვარჯიშობს, რომ შემადგენლობას დაუბრუნდეს.

30 ოქტომბერს მხითარიანი მარტო ვარჯიშობდა. ფეხბურთელი კლუბის ბაზიდან გამოსვლისას შეამჩნიეს.

შეგახსენებთ, რომ მხითარიანი "ბარნლისთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის სომეხმა ფეხბურთელმა ერთი სრული მატჩიც ვერ ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით.

მხითარიანი "მანჩესტერ იუნაიტედში" ზაფხულში დორტმუნდის "ბორუსიიდან" 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მიუხედავად ჩვენი ქინქის დიდი ფეხბურთელობისა,მხითარიანიც დიდი ფეხბურთელია,ტიტულებიც მეტი აქვს და უფრო დიდ გუნდებშიც უთამაშია.
jumber
21:33 31-10-2016
0
მაგარი მშრომელი ბიჭია და ყველაფერს იზამს რომ მორინიოს თავი მოაწონოს თუ არა და დორტმუნდი სიამოვნებით დაიბრუნებს! ისე ამ "კლიაოზნიკს" რას გაუგებს კაცი პოგბაში 100 მილიონი გადაიხადეს და ცენტრალურ მცველად მაგარი იქნებაო)))იბრაგიმოვიჩი აშკარად ვერ არის ფორმაში და მაინც ათამაშებს ალბათ ვერ უბედავს სასტავიდან ამოგდებას...
zaza
01:36 01-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული