* "ჩელსიმ" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო ბურთების ფანტასტიკური ბალანსით - 16:0...
* "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-3 საშინაო ფრე ითამაშა, რაც პირველი შემთხვევაა 2009 წლიმ შემდეგ...
* "სანდერლენდმა" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა...
* მოქმედმა ჩემპიონმა "ლესტერმა" პირველი საშინაო მარცხი იწვნია...
"ევერტონის" ფანების ერთმა ნაწილმა "სტემფორდ ბრიჯი" საფინალო სასტვენამდე დატოვა, მაგრამ მეორე ნაწილი დარჩა და ბოლომდე გულშემატკივრობდა საყვარელ გუნდს, რომელიც უიმედოდ აგებდა. თუმცა დასრულდა თუ არა მატჩი, ისინი
იმ დღეს მოედანზე ერთი გუნდი თამაშობდა და ჩანდა მხოლოდ მოედნის ერთი ნახევარი, სადაც "არისტოკრატებმა" ქვა ქვაზე არ დატოვეს. ეს იყო ფეხბურთი, რომელიც ძალიან მიუახლოვდა სრულყოფილებას, თანაც იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც იმ მომენტისთვის პრემიერლიგის ცხრილში მე-6 პოზიცია ეჭირა და ზოგადად, არც ფეხბურთთან არის მწყრალად...
მაგრამ აქ მარტო ხარისხშიც არ არის საქმე. მოდი, ახლა ციფრებით გავერთოთ. მაგალითად, მიმდინარე კამპანიაში "ჩელსიმ" შინ 6 მატჩიდან 5 მოიგო - ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელი წინა სეზონის განმავლობაში...
ანტონიო კონტეს კრებული საშინაო მატჩებს იგებს მზარდი ტენდენციით - 3:0 ("ლესტერი"), 4:0 ("მანჩესტერი"), 5:0 ("ევერტონი")... და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, ვაი, მომდევნო სტუმარს!..
ხუმრობა იქით იყოს და, ედენ აზარის მეორე გოლამდე "ჩელსის" ფეხბურთელებმა გადაბმულად 23(!) ზუსტი პასი გააკეთეს, რაც მიმდინარე პრემიერლიგაში აქამდე არ ყოფილა...
იმავე აზარმა "სტემფორდ ბრიჯზე" ორი (და მეტი) გოლი ბოლოს 2014 წლის თებერვალში გაიტანა, ხოლო დიეგო კოშტა ის კაცია, ვისი ხელიც ამ სეზონში ყველაზე მეტ გოლში ურევია - 9 თვითონ გაიტანა, სამიც პარტნიორებს გაატანინა.
აზარზე ვთქვით და, ბელგიელი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია. ის ისე გრძნობდა თავს მეტოქის ნახევარზე, როგორც საკუთარ ბაღში. პრესკონფერენციაზე კონტემ მას ცალკე დრო დაუთმო, მანამდე კი ეს თქვა:
"ძალიან დიდი მატჩი იყო, დიდი წარმოდგენა!.. ცხრილში პირველები ვართ (კვირას "ჩელსის" ადგილი "ლივერპულმა" დაიკავა - რედ.) და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნოთ. ბიჭებმა ძალიან ბევრი იმუშავეს მოედანზე და გამოჩნდა, როგორი შეკრული გუნდი გვყავს. ახლა გაცილებით მეტი ბალანსია დაცვასა და თავდასხმას შორის... რაც შეეხება აზარს, მან ძალზე შთამბეჭდავად ითამაშა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის ძალიან ნიჭიერია, როგორ მუშაობს მოედანზე არა მარტო თავისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ედენმა ასე უნდა გააგრძელოს".
წაქცეულს ნუ ვაწყენინებთ და ერთი-ორი სიტყვა რონალდ კუმანსაც ვათქმევინოთ: "დღეს ძალიან დიდი სხვაობა იყო ორ გუნდს შორს, თან ყველა ასპექტში, მაგრამ უმთავრესი ჩავარდნა მენტალიტეტში დავინახე. ჩემი გუნდისგან გაცილებით მეტს ველოდი. 0:1-ის შემდეგ კიდევ შეგვეძლო სიტუაციის კონტროლი, მაგრამ, როგორც კი მეორე გოლი გავუშვით, ნათელი გახდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო".
* * *
"ბარსელონასთან" ფრიად შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ სიტი", თითქოს, არხეინად გავიდა მოკრძალებულ "მიდლსბროსთან" სათამაშოდ, მაგრამ... არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მარტენ დე როონმა შოკში ჩააგდო "ეტიჰადი".პეპ გვარდიოლას ბიჭები პირველი ტაიმის ბოლოს სერხიო აგუეროს გოლით (150-ე "სიტის" მაისურით) დაწინაურდნენ, მერე კი არაერთი რეალური შანსი გაატანეს ქარს (განსაკუთრებით, იმავე აგუერომ და კევინ დე ბრუინმა), რაც მხოლოდ უიღბლობას ვერ დაბრალდება. არც ერთ მეტოქეს ზემოდან არ უნდა უყურო - ეს არის ამ ამბის მორალი.
"თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და უამრავი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ ბოლოს გავუშვით გოლი, რაც ძალიან საწყენია. როცა ამდენ შანსს ვერ იყენებ, სამართლიანია ყველანაირი შედეგი, რასაც იღებ. თუმცა ამაში ტრაგიკული არაფერია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ვიყუროთ წინ", - თქვა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.
* * *
მორიგი სპექტაკლი ვნახეთ "ლივერპულის" შესრულებით - გოლების ფოიერვერკით, ეფექტური კომბინაციებით, მაღალი ტემპით... მოკლედ, იმ ყველაფრით, რითიც მოგვწონს ფეხბურთი და რითიც წლების წინ გაგვაცნო თავი იურგენ კლოპმა. მის ხელში "ლივერპული" პირველად გახდა პრემიერლიგის TOP-ი! ის მოთმინებით მიდიოდა ამ გზაზე და აგერ...მაგრამ პრესკონფერენციაზე კლოპმა არ ისურვა ლაპარაკი საჩემპიონო შანსებზე. არადა, მის გუნდს კოჭებში ეტყობა, რომ შესწევს საამისო ძალა, ოღონდ იმ პირობით, თუ უკანა ხაზში შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანს.
"ჯერჯერობით, საზეიმო არაფერი გვაქვს. წინ ჯერ კიდევ გრძელი მარათონია. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვითამაშოთ ისე, როგორც "ლივერპულის" წითელი მაისურა გვავალდებულებს. კარგი შედეგებით ბედნიერი ვარ იმიტომ, ეს საკუთარ ძალებში რწმენას გვიძლიერებს", - თქვა კლოპმა.
* * *
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში ბოლოს 24 სექტემბერს გაიმარჯვა. მერე იყო ბევრი იმედაგაცრუება შინაურ ფრონტზე თუ ევროპაში, მაგრამ გუშინდელი 3 ქულა ჟოზე მოურინიოსა და მის კრებულს მაინც გარკვეულ შვებას მოჰგვრიდა. "განსაკუთრებულმა" ძირეულად განაახლა სასტარტო შემადგენლობა, სადაც ისევ ვნახეთ უეინ რუნი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ხოლო საყრდენად გამოჩნდა მაიკლ ქერიკი, რასაც ბევრი ექსპერტი ურჩევდა მოურინიოს; დაცვაში კი ისე განალაგა ფეხბურთელები, უმეტესობას ახალი როლის მორგება მოუხდა და ამას საქმე არ გაუფუჭებია. ბოლოს და ბოლოს, გაიტანა (თანაც ორი) ზლატან იბრაჰიმოვიჩმა...
მოკლედ, ბევრი პოზიტივი იყო და შედეგიც სახეზეა. თუმცა ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ მოურინიომ ძირითადი შემადგენლობის ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნო.
"ეს გამარჯვება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სანაკრებო პაუზის წინ. ახლა გვაქვს საკმარისი დრო საიმისოდ, რომ ნაყოფიერად ვიშრომოთ და პრემიერლიგის განახლებას მომზადებულები შევხვდეთ", - თქვა ჟოზემ.
* * *
სამართლიანი ფრე დაფიქსირდა დიდ ლონდონურ დერბიში, სადაც ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში დაბრუნება გოლით აღნიშნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "მამლების" 11-მატჩიანი წაუგებელი სასტარტო სერია საუკეთესოა 1960/61 წლების სეზონის შემდეგ.რაც შეეხება მასპინძელს, არსენ ვენგერის გუნდი მეტოქეზე ოდნავ მეტ უპირატესობას ფლობდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უკბილოდ ირჯებოდა. ამიტომაც იყო, რომ ის ერთი გოლიც... "ტოტენჰემის" მცველმა გაიტანა საკუთარ კარში, თან ისე, რომ ბევრ ფორვარდს შეშურდებოდა...
"ყოველთვის საწყენია, როცა საკუთარ მოედანზე ორ ქულას კარგავ. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ ვივარგეთ. განსაკუთრებით, მეორე ტაიმით ვარ უკმაყოფილო. რატომღაც ძალიან ბევრს ვნერვიულობდით, ჩვენი ძლიერი მხარეები ვერ ავამოქმედეთ. ახლა ამის მიზეზებში უნდა გავერკვიოთ", - თქვა ვენგერმა.
მაურისიო პოჩეტინოს კომენტარი: "ჩემმა გუნდმა ძალიან ძლიერად ითამაშა, რითიც ამაყი ვარ. შანსებიც გვქონდა და არ იქნებოდა უსამართლობა, მოგვეგო კიდეც... ზოგიერთმა ისიც მითხრა, "არსენალის" გოლის ეპიზოდში ლაინსმენს თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაეფიქსირებინაო... მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი".
XI ტური
ბორნმუთი-სანდერლენდი 1:2
გოლები: 1:0 გოსლინგი (11), 1:1 ანიჩებე (33), 1:2 დეფო (74-პენ)
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - გოსლინგი, არტერი (76. მუსე) - სტანისლასი (82. ფრეიზერი), უილშირი, იბე (46. აფობე) - ჯ. კინგი.
სანდერლენდი (4-4-2): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, კონე, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - პიენაარი, მაკნეირი (72. დენაიერი), ნდონგი, უოტმორი (90. ლავი) - ანიჩებე, დეფო (90. გუჩი).
გაძევება: პიენაარი (59. სანდერლენდი)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 12-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 22-8 (7-4); ბურთის ფლობა: 69%-31%; მაყურებელი: 11 084
ბარნლი-კრ. პალასი 3:2
გოლები: 1:0 ვოუკსი (2), 2:0 გუდმუნდსონი (14), 2:1 უიქჰემი (61), 2:2 კ. ბენტეკე (81-პენ), 3:2 ბარნსი (90+4)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ლოუტონი, მ. კინი, მი, ფლენეგანი - გუდმუნდსონი, მერნი, დეფური (75. ტარკოვსკი), არფილდი (65. ბოიდი) - ჰენდრიკი (86. ბარნსი) - ვოუკსი.
კრ. პალასი (4-2-3-1): მანდანდა - ჯ. უარდი, დანი, დელენი, კელი (60. ფრაიერსი) - მაკარტური (88. ლედლი), კაბაი - თაუნსენდი, პუნჩეონი (60. უიქჰემი), ზაჰა - კ. ბენტეკე.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-15 (7-5); ბურთის ფლობა: 38%-62%; მაყურებელი: 19 196
მან. სიტი-მიდლსბრო 1:1
გოლები: 1:0 აგუერო (43), 1:1 დე როონი (90+1)
სიტი (4-2-3-1): ბრავო - საბალეტა, სტოუნზი, კოლაროვი, კლიში - ფერნანდინიო, გიუნდოგანი (75. ნოლიტო) - ნავასი (86. გარსია), დე ბრუინი, დავიდ სილვა - აგუერო (90. იჰეანაჩო).
მიდლსბრო (4-5-1): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - ტრაორე (90+3. სტუანი), დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ, დაუნინგი (78. ფიშერი) - ნეგრედო.
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 8-2; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 25-5 (7-3); ბურთის ფლობა: 71%-29%; მაყურებელი: 54 294
ვესტ ჰემი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 უელანი (65-საკ. კარში), 1:1 კრკიჩი (75)
ვესტ ჰემი (3-4-3): ადრიანი - კუაიტე, კოლინზი, ოგბონა - ანტონიო, ნოუბლი, ობიანგი (89. ფეგული), კრისუელი - პაიე, ლანძინი (62. ფერნანდესი), აიუ (63. ე. ფლეტჩერი).
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ბერდსლი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - უელანი (71. კრკიჩი), ადამი - უოლტერსი, ალენი, სობი (84. დიუფი) - ბონი (71. კრაუჩი).
გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9-12 (2-4); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 56 970
ჩელსი-ევერტონი 5:0
გოლები: 1:0 აზარი (19), 2:0 ალონსო (20), 3:0 დიეგო კოშტა (42), 4:0 აზარი (56), 5:0 პედრო (65)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი (84. ტერი) - მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (71. ოსკარი), აზარი (80. ბაჩუაი), დიეგო კოშტა.
ევერტონი (5-3-2): სტეკელენბურგი - კოულმენი, ე. უილიამსი, იაგიელკა, მორი, ოვიედო (36. მირალასი) - ქლევერლი, ბერი (66. ტ. დევისი), ბარკლი - ბოლასი (60. ლენონი), ლუკაკუ.
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 5-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 21-1 (9-0); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 41 429
არსენალი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 ვიმერი (42-საკ. კარში), 1:1 კეინი (51-პენ)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკელენი (65. რემზი), ჯაკა - უოლკოტი (71. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი, ივობი (70. ჟირუ) - სანჩესი.
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დაიერი, ვიმერი, ვერტონგენი - უოლკერი (80. ტრიპიერი), ვანიამა, მ. დემბელე, როუზი - ერიქსენი, სონი (89. უინქსი) - კეინი (73. იანსენი).
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 15-10 (2-3); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 60 039
ჰალი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 ოსტინი (6-პენ), 1:1 სნოდგრასი (61), 2:1 მ. დოუსონი (63)
ჰალი (3-5-2): მარშალი - მაგუაირი (74. ჰადლსტოუნი), მ. დოუსონი, კ. დევისი - ელმოჰამადი, ჰენრიკსენი, ლივერმორი, მეისონი, კლუკასი - ერნანდესი (9. მბოკანი), უ. კინი (26. სნოდგრასი).
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - იოშიდა, ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი - კლასი (77. უარდ-პროუსი), რომეუ, ს. დევისი - ტადიჩი (66. ბუფალი), რედმონდი (77. როდრიგესი), ოსტინი.
გაფრთხილება: 0-5; კუთხური: 1-10; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-19 (2-7); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 17 768
ლივერპული-უოტფორდი 6:1
გოლები: 1:0 მანე (27), 2:0 კოუტინიო (30), 3:0 ჩანი (45), 4:0 ფირმინო (57), 5:0 მანე (60), 5:1 იანმაატი (75), 6:1 ვინალდუმი (90)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, მატიპი, ლუკას ლეივა, მილნერი - ლალანა (71. სტარიჯი), ჰენდერსონი, ჩანი - მანე (63. ვინალდუმი), კოუტინიო (87. ეჯარია), ფირმინო.
უოტფორდი (4-4-2): გომეში (33. პანტილიმონი) - იანმაატი, ქაბული, ბრიტოსი, ჰოლებასი - ამრაბატი, ბეჰრამი (61. უოტსონი), კაპუ, პერეირა (86. სუნიგა) - იგალო, დინი.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 28-11 (17-8); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 53 163
სუონსი-მანჩესტერი 1:3
გოლები: 0:1 პოგბა (15), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (21), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (33), 1:3 ვან დერ ჰოორნი (69)
სუონსი (4-4-2): ფაბიანსკი - რანხელი, ვან დერ ჰოორნი, მოუსონი, კინგსლი - რუტლიჯი (46. ბეროუ), ბრაიტონი (70. ფერი), კი, სიგურდსონი - ბასტონი, ფერნანდო ლორენტე (46. მონტერო).
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ჯოუნსი, როხო, დარმიანი - ქერიკი, ფელაინი - მატა (81. ლინგარდი), პოგბა (90. ფოსუ-მენსა), რუნი (89. შნეიდერლინი) - იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 2-0; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-9 (1-3); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 20 938
ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი 1:2
გოლები: 0:1 მორისონი (52), 1:1 სლიმანი (55), 1:2 ფილიპსი (72)
ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი (87. ულოა), ფუხსი - მუსა (67. დ. გრეი), დრინკუოტერი, ე. კინგი, მაჰრეზი - ოკაზაკი (46. ვარდი), სლიმანი.
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი - იაკობი, დ. ფლეტჩერი - ფილიპსი (83. გარდნერი), მორისონი (90. რობსონ-კანუ), ბრენტი - რონდონი.
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 5-11 (2-5); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 31 879
ბომბარდირები
9 დიეგო კოშტა (ჩელსი)
8 სერხიო აგუერო (სიტი)
7 რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
ედენ აზარი (ჩელსი)
6 ალექსის სანჩესი (არსენალი)
ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი)
სადიო მანე (ლივერპული)
მომდევნო ტური
19 ნოემბერი:
მანჩესტერი-არსენალი, კრისტალ პალასი-მანჩესტერ სიტი, ევერტონი-სუონსი, საუთჰემპტონი-ლივერპული, სტოკი-ბორნმუთი, სანდერლენდი-ჰალი, უოტფორდი-ლესტერი, ტოტენჰემი-ვესტ ჰემი;
20 ნოემბერი:
მიდლსბრო-ჩელსი;
21 ნოემბერი:
ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"