უეინ რუნიმ ჩინური კლუბის წინადადებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"მაჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ გასულ ზაფხულს უარი თქვა ჩინურ შეთავაზებაზე. როგორც ირკვევა, 31 წლის ინგლისელი ფეხბურთელით კლუბი "ბეიცზინ გოანი" იყო დაინტერესებული.

ჩინური კლუბის საპატიო თავჯდომარე ლუო ნიგმა ახლახან FourFourTwo-თან განაცხადა, რომ პირადად ჰქონდა კონტაქტი რუნისა და მის აგენტთან, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ინგლისში დარჩენა ამჯობინა.

"რუნის მართლაც მივმართეთ, თუმცა გვიპასუხა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სურდა დარჩენა. გვითხრა, რომ პრემიერლიგაში იქამდე ითამაშებს, სანამ ამის საშუალებას ჯანმრთელობა მისცემს. მის აგენტსაც კი შევხვდით, მაგრამ ვერაფრით დავიყოლიეთ", - თქვა ნიგმა.

უეინ რუნის "მანჩესტერ იუნაიტედთან"
კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული