ვინ მოიგებს ინგლისის პრემიერლიგას - სუპერკომპიუტერი ფსონს "მანჩესტერ სიტიზე" ჩამოდის

AutoSharing Option
უახლესი ტექნოლოგიები უკვე ყოველმხრივ შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში და გამონაკლისი არც ფეხბურთია. თუ აქამდე ვიდეოგამეორების დამკვიდრებასა და ბურთის მიერ ხაზის გადაკვეთა-არგადაკვეთის სისტემის დანერგვაზე იყო საუბარი, ახლა უკვე სეზონის შედეგების შეჯამებასაც შევეჭიდეთ.

ერთგვარმა "სუპერკომპიუტერმა" დეკემბრისთვის სატურნირო ცხრილის, დარჩენილი მატჩებისა და სხვა დეტალების გაანალიზებით პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის საბოლოო ცხრილი გამოიყვანა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირობითი და სახალისოა, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო. შეგვიძლია ეს მონაცემები შევინახოთ და ბოლოს შევადაროთ რეალურ შედეგებს.

"სუპერკომპიუტერის" აზრით, პრემიერლიგას "ჰალი", "სუონსი" და "ბარნლი" დატოვებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო
კონტეს "ჩელსიმ" რთული მატჩები წარმატებით გაირბინა, "მანჩესტერ სიტის" გასვლაზე მოუგო და ამჟამად უპირატესობით ლიდერობს, ამ გამოთვლების მიხედვით, "ლურჯები" საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდებიან. ხოლო ჩემპიონი მაინც ხოსეპ გვარდიოლას "სიტი" გახდება.

არსენ ვენგერის "არსენალს" ამჯერად არა საყვარელ მე-4, არამედ მე-3 ადგილზე ვიხილავთ.

იურგენ კლოპის "ლივერპული" სეზონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულებს და მე-4 პოზიციაზე მოგვევლინება. მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" მე-5 ადგილით მოუწევს დაკმაყოფილება, ხოლო ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერს" - მე-6 საფეხურით (ეს კლუბები ამჟამადაც ამ ადგილებზე არიან).

ათეულში აინაცვლებს "საუთჰემპტონი", გასავარდნი ზონიდან ამოვა "სანდერლენდი", სეზონს ბოლომდე წარუმატებლად ჩაატარებენ და ჩააგდებენ "ლესტერი" და "ვესტ ჰემი"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული