შაბათი ძალზე უხვგოლიანი გამოდგა - 6 მატჩში 29 გოლი გავიდა (4,8 გოლი თამაშში!).
აქედან 4 გოლი პრემიერლიგის ერთ-ერთი ფავორიტის, "მანჩესტერ სიტის" კარში გავიდა. კლაუდიო რანიერის "ლესტერ სიტიმ" შანსი არ დაუტოვა ხოსეპ გვარდიოლას გუნდს - 4:2.
ჩემპიონის რიგებში ჰეთ თრიკით გამოიჩინა თავი ჯეიმი ვარდიმ, ერთი გოლიც კინგის ანგარიშზეა. "სიტი" მხოლოდ ბოლოს გამოფხიზლდა, ალექსანდრ კოლაროვმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი ნოლიტომ იყოჩაღა.
ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "0:2 უკვე მეოთხე წუთზე ძალიან ძნელი
ლონდონის "არსენალმა" "სტოკ სიტი" 3:1 დაამარცხა და მინიმუმ, "ჩელსის" თამაშამდე გალიდერდა.
სტუმრები ჩარლი ადამმა პენალტით დააწინაურა, მაგრამ პირველივე ტაიმში თეო უოლკოტმა გაათანაბრა. "არსენალს" სამი ქულა მესუთ იოზილმა და ალექს ივობიმ მოუტანეს.
არსენ ვენგერი (არსენალი): "ამ კვირას ბევრი გოლი გავიტანეთ. მინდა, რომ გუნდმა ასევე გააგრძელოს მომავალშიც. დღეს ცოტა ნერვულად დავიწყეთ თამაში. ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ეს მოსალოდნელიც იყო. ჩემი აზრით, პენალტი ჩვენს კარში საერთოდ არ ყოფილა. ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველივე ტაიმში შევძელით საპასუხო გოლის გატანა".
შაბათი. 10 დეკემბერი
უოტფორდი-ევერტონი 3:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (17), 1:1 ოკაკა (36), 2:1 პრიოდლი (59), 3:1 ოკაკა (64), 3:2 ლუკაკუ (86)
არსენალი-სტოკი 3:1
გოლები: 0:1 ადამი (29-პენ), 1:1 უოლკოტი (42), 2:1 იოზილი (49), 3:1 ივობი (75)
ბარნლი-ბორნმუთი 3:2
გოლები: 1:0 ჰენდრიკი (13), 2:0 უარდი (16), 2:1 აფობე (45), 3:1 ბოიდი (75), 3:2 დენიელსი (91)
ჰალი-კრ. პალასი 3:3
გოლები: 1:0 სნოდგრასი (27-პენ), 1:1 ბენტეკე (52-პენ), 1:2 ზაჰა (70), 2:2 დიომანდე (72), 3:2 ლივერმორი (78), 3:3 კემპბელი (89)
სუონსი-სანდერლენდი 3:0
გოლები: 1:0 სიგურდსონი (51-პენ), 2:0 ლორენტე (54), 3:0 ლორენტე (80)
ლესტერი-სიტი 4:2
გოლები: 1:0 ვარდი (3), 2:0 კინგი (5), 3:0 ვარდი (20), 4:0 ვარდი (78), 4:1 კოლაროვი (82), 4:2 ნოლიტო (90)
კვირა. 11 დეკემბერი
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 16:00
მანჩესტერი-ტოტენჰემი 18:15
საუთჰემპტონი-მიდლსბრო 18:15
ლივერპული-ვესტ ჰემი 20:30
1. არსენალი - 34 ქულა; 2. ჩელსი - 34; 3. ლივერპული - 30; 4. სიტი - 30; 5. ტოტენჰემი - 27.