პრემიერლიგა. XVII ტური: "ჩელსის" მე-500 მოგება და საკლუბო რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
17 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად "კრისტალ პალასის" 1:0 დამარცხებით, ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და ამით საკლუბო რეკორდი გაიმეორა (2009/10 წლების სეზონი). ამასთან, ანტონიო კონტეს გუნდმა პრემიერლიგაში მე-500 მატჩი მოიგო, მეტი მხოლოდ "არსენალს" (512) და "მანჩესტერს" (593) აქვთ.

გამარჯვების გოლი სტუმრებმა 43-ე წუთზე გაიტანეს, სესარ ასპილიკუეტამ შორეულ კუთხესთან ჩააწოდა და დიეგო კოშტამ თავით გაიტანა. "ჩელსისთვის" სამწუხაროდ, ესპანელმა ფორვარდმა ამ მატჩში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო ტურს გამოტოვებს. "ჩელსი" უახლოეს მდევარს უკვე 9 ქულით
უსწრებს, თუმცა "ლივერპულსა" და "არსენალს" ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანტონიო კონტე (ჩელსი): "11 გამარჯვება ზედიზედ პრემიერლიგაში, ეს ფანტასტიკაა! ბიჭებს უნდა მიულოცოთ და არა მე. ძალიან მიხარია მათ გამო, ეს წარმატება მათ დაიმსახურეს. მიხარია ფანების გამო. ისინი ფანტასტიკურად გვიჭერენ მხარს, როგორც შინ ისე სტუმრად და გამარჯვებების მოპოვებაში გვეხმარებიან.

და მაინც, ჩვენ კიდევ უკეთ თამაში შეგვიძლია. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ მხოლოდ 17 მატჩი გავმართეთ, ეს კი ნახევარიც არ არის. არ უნდა მივაქციოთ ყურადღება კონკურენტებს, უნდა გავაგრძელოთ შრომა".

ინგლისის ჩემპიონმა "ლესტერმა" სტუმრად "სტოკ სიტისთან" თამაშის გადარჩენა 10 კაცით შეძლო - 2:2. უხეშობისთვის მსაჯმა ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში გააძევა გუნდის ლიდერი ჯეიმი ვარდი, რითაც კლაუდიო რანიერის აღშფოთება დაიმსახურა. ამის მერე მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ "ლესტერმა" რიცხობრივ უმცირესობაში ლეონარდო ულოასა და დანიელ ამარტის გოლებით ქულა იხსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნიატედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლის წყალობით, 2:0 დაამარცხა სტუმრად "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "დღეს კიდევ უფრო კარგად ვითამაშეთ, ვიდრე წინა ტურში. მეტოქე რთულია, მაგრამ ჩვენ თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით სიტუაციას და ბოლოს თავს დიდებულად ვიცავდით. ზლატან ფანტასტიკურად თამაშობს 35 წლის ფეხბურთელისთვის. ასე 25 წლის ფორვარდები ვერ თამაშობენ".

შაბათი. 17 დეკემბერი
კრ. პალასი-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 დ. კოშტა (43)

მიდლსბრო-სუონსი 3:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (18), 2:0 ნეგრედო (29-პენ), 3:0 დე როონი (58)

სტოკი-ლესტერი 2:2
გოლები: 1:0 კრკიჩი (39-პენ), 2:0 ალენი (45), 2:1 ულოა (74), 2:2 ამარტი (88)
გაძევება: ვარდი (28. ლესტერი)

სანდერლენდი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ვან აანჰოლტი (49)

ვესტ ჰემი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 ნოუბლი (76-პენ)

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (5), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (56)

კვირა. 18 დეკემბერი
ბორნმუთი-საუთჰემპტონი 17:30
სიტი-არსენალი 20:00
ტოტენჰემი-ბარნლი 20:00

ორშაბათი. 19 დეკემბერი
ევერტონი-ლივერპული 00:00

1. ჩელსი - 43 ქულა; 2. ლივერპული - 34; 3. არსენალი - 34; 4. სიტი - 33; 5. ტოტენჰემი - 30.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული