ხოსეპ გვარდიოლა: სად ჩვენ და სად "ჩელსი"

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ბოლოადგილოსან "ჰალს" 3:0 კი მოუგო, მაგრამ ეს ბურთები "ქალაქელებმა" ბოლო 20 წუთში გაიტანეს და ფანთა ნაწილი კლუბის თამაშის ხარისხით ისევ უკმაყოფილოა. ხოსეპ გვარდიოლა "სიტის" პერიოდულ სიმძიმეს გადატვირთულ კალენდარს აბრალებს და ხაზს უსვამს, რომ უშუალო კონკურენტებს ევროსარბიელზე არყოფნის გამო საგრძნობი უპირატესობა აქვთ:

"ჩვენ უკვე "ჩელსიზე" 7 მატჩით მეტი ჩავატარეთ. ასე რომ, ჩვენთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება. ერთხელ "ლივერპული" ჩემპიონობასთან ასე ახლოს იმიტომ მივიდა, რომ მხოლოდ ჩემპიონატზე იყო კონცენტრირებული და კვირაში მხოლოდ 1 მატჩს ატარებდა.

წინა სეზონში იგივე მოხდა
"ლესტერის" შემთხვევაში. მიმდინარე სეზონში კი "ჩელსი" და "ლივერპული" კვლავაც მარტო პრემიერლიგაზე არიან კონცენტრირებულნი. იმას კი, ვინ ვისზე ადრე ითამაშებს ტურში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ხან ისეა, ხან ასე. თანაც ამას არ აქვს უკვე არანაირი მნიშვნელობა, თუ ერთ-ერთი გუნდი ზედიზედ 12 მატჩს იგებს. თუ ჩემპიონობა გვინდა, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ" - განაცხადა პეპმა, რომლის გუნდიც ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება, მეორეზე მყოფ "ლივერპულს" კი - ერთით.

სხვათა შორის, პირველი გოლი "ჰალს" იაია ტურემ გაუტანა პენალტით. გამოსარჩევი ეს იმიტომ გახლავთ, რომ კოტდივუარელის ერთ-ერთ შვილს ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა და მამას სთხოვა, გოლი მაჩუქეო. იაიამაც სურვილი შეუსრულა. იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ "ქალაქელებმა" ახალგაზრდა პაბლო მაფეო დროებით მშობლიურ ესპანეთში გაუშვეს და "ჟირონაში" გაანათხოვრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფერგიუსონის დიდი პატივისცემის მიუხედავად მას პრემიერლიგის მოგებისთვის დასჭირდა რამდენიმე წელი გვარდიოლას კი ყველა ყველაფერს პირველივე სეზონში თხოვს თან ავიწყდებათ რომ დაცვიდან კონტრშეტევებზე არ თამაშობს ისე როგორც კონტეს ჩელსი და მასიურად ბურთის დაჭერა და მუდმივად შეტევაში თამაში რთულია დრო სჭირდება გვარდიოლას და ის დაამტკიცებს რომ ძალიან ძლიერი მწვრთნელია
ggggg
15:19 30-12-2016
0
ბოდისში ყველგან მესი და ინიესტა რო არ ყავს. და ამას ადარებენ ფერგიუსონს სირცხვილია
adasdasdad
14:38 28-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული