აღნიშნულ თანხას იტალიელ სპეციალისტს კლუბი გამოუყოფს, რომ გუნდმა მიმდინარე სიტუაცია გამოასწოროს.
"ლესტერის" პირველი შენაძენი "გენკის" საყრდენი ნახევარმცველი ონინიე ნდიდი (20 წლის) გახდება, რომლის ტრანსფერის შესახებ ახალი წლის დასაწყისში გაცხადდება. ტრანსფერის თანხად 14 მლნ ფუნტი სახელდება.
გარდა ამისა, კლუბი დაინტერესებულია ცენტრალური მცველის, ცენტრალური ჰავბეკისა და თავდამსხმელის შეძენაში.
შეგახსენებთ, რომ იანვარში "ლესტერს" არ ეყოლებიან ისლამ სლიმანი, რიად მაჰრეზი და დანიელ ამარტი. ფეხბურთელები აფრიკის თასზე ითამაშებენ.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით