პრემიერლიგა. XX ტური: სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას... [VIDEO]

AutoSharing Option
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო...
* "ლივერპული" ბოლო 18 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა...
* "ჰალი" ზედიზედ მე-8 საგარეო მატჩში დამარცხდა...

"მანჩესტერ იუნაიტედს" 13-მატჩიანი (ყველა ტურნირის ჩათვლით) წაუგებელი სერია აქვს, რაც 2013 წლის მერე პირველი შემთხვევაა, თუმცა მაშინ თამასა 18 მატჩზე იყო აწეული და ვნახოთ, როგორ იქნება ამჯერად.

ერთი კი ფაქტია - ჟოზე მოურინიოს მანქანა დაძრულია. "განსაკუთრებულმა" იპოვა ათვლის ის წერტილი, საიდანაც საქმე სათავისოდ შემოატრიალა - გროვდება ქულები, უმჯობესდება თამაშის ხარისხი, ძირითადი შემადგენლობის ბირთვიც ნაპოვნია და ტაქტიკური სქემაც
გაცილებით მოქნილი გახდა. ოღონდ, ეგ არის, რომ ამ ძიებაში "იუნაიტედმა" ძვირფასი ქულები დაკარგა და ახლა სასწაული უნდა მოხდეს, ამ სეზონში ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს...

"ვესტ ჰემი" ძნელი დასამარცხებელია საკუთარ მოედანზე და ცხადია, მოურინიოს ბიჭებსაც გაუჭირდათ. სტუმრებს ხელი გაუმართა სოფიან ფეგულის გაძევებამ, თუმცა გამეორებამ აჩვენა, რომ მაიკ დინი აშკარად შეცდა, როცა უმალ წითელი ბარათისკენ წაიღო ხელი - გამოჩნდა, რომ ფეგულისა და ფილ ჯოუნსს შორის შეტაკება წმინდა სათამაშო ხასიათისა იყო. ისე კი, გასაკვირი არ იქნება დინის სულსწრაფობა, თუ სტატისტიკის დავთარში ჩავიხედავთ - საქმე ისაა, რომ წინა სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მისტერ დინს კოლეგებზე მინიმუმ 6 წითელი ბარათით მეტი აქვს გამოყენებული...

* * *
ძნელი წარმოსადგენი იყო, "მანჩესტერ სიტის" ასე თუ გაუჭირდებოდა მოკრძალებული "ბარნლის" ძლევა. "ქალაქელები" რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ფერნანდინიოს გაძევების შემდეგ, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე პეპ გვარდიოლამ მოედანზე დავიდ სილვა და სერხიო აგუერო შეუშვა. შესაბამისად, "სიტიმ" წნეხიც გაზარდა და მალევე გაელ კლიშიმ და იმავე აგუერომ ორბურთიანი სხვაობით დააწინაურეს მასპინძელი, თუმცა 70-ე წუთზე ეს სხვაობა შემცირდა და "ეტიჰადის" პუბლიკამ ბევრი ინერვიულა (დამატებულ წუთზე კლაუდიო ბრავომ "ცხრიანიდან" მოხსნა ბურთი), ვიდრე ლუკ მეისონი საფინალოდ ჩასტვენდა.

მატჩის შემდეგ გვარდიოლა გაღიზიანებული პასუხობდა BBC-ის ჟურნალისტის, დემიენ ჯონსონის კითხვებს:

- რას იტყვით ფერნანდინიოს გაძევებაზე?
- თქვენ ხართ ჟურნალისტი, მე არა(?!)

- ...მაგრამ თქვენ მწვრთნელი ხართ და გულშემატკივრებს ყოველთვის აინტერესებთ მწვრთნელი აზრი...
- მაშინ არბიტრს ჰკითხეთ...

- მოიგეთ, მაგრამ სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...
- შენზე უკეთესად ვიცი, ბედნიერი ვარ თუ არა. ნამდვილად ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით!

- თქვენი გამომეტყველებით ამის თქმა ძნელია...
- იცით, როგორი ბედნიერი ვარ?! ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან... ჰო, მართლა, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

- არის "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონობისთვის მზად?
- გუშინ არ იყო, მაგრამ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ - არის მზად. რატომაც არა?!

* * *
...კომენტარი თქვენთვის მოგვინდვია. გადავინაცვლოთ სანდერლენდში, სადაც "ლივერპულმა" "ლაითზე" ძვირფასი ქულები დაკარგა. არადა, იურგენ კლოპის შეგირდები ორჯერ იგებდნენ, თამაშსაც აკონტროლებდნენ და გამარჯვებასაც უფრო მეტად იმსახურებდნენ, მაგრამ... ვეტერანმა ჯერმეინ დეფომ ორჯერ ზუსტად შეასრულა პენალტი და - 2:2.

კლოპმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "რაღაცნაირი თამაში იყო. არ შემიძლია იმის ახსნა, თუ რატომ ვერ მოვიგეთ. ბოლომდე ისიც ვერ გავიგე, რას ვუყურე. ვხედავდი, რომ ჩემი ფეხბურთელები უკეთ თამაშობდნენ, იბრძოდნენ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, ისეთი, როგორც მათ სინამდვილეში იციან... მეორე პენალტი ძალიან საეჭვო იყო. ასეთ თამაშებში ყოველთვის გჭირდება თუნდაც მცირეოდენი იღბალი, რაც თამაშის ბედს შენ სასარგებლოდ გადაწყვეტს... შევაქებ "სანდერლენდს", რომელმაც თავდადებით ითამაშა და, ალბათ, დაიმსახურა კიდეც ეს ქულა".

* * *
რონალდ კუმანმა თავისი ყოფილი "საუთჰემპტონი" 3:0 დაამარცხა. თამაში არაფრად ვარგოდა მანამ, ვიდრე 73-ე წუთზე ენერ ვალენსია რომელუ ლუკაკუს პასით "ევერტონს" დააწინაურებდა. ამის შემდეგ სივრცეები გაიხსნა და "კანფეტებმა" კიდევ ორჯერ ისარგებლეს "წმინდანების" ნეგატიური სათამაშო კონდიციებით (ზედიზედ მე-3 მარცხი).

"ჰალი" ძალიან სუსტია საგარეო მატჩებში და ძნელი დასაჯერებელი იყო, პირველ ტაიმში მიღწეულს რომ შეინარჩუნებდა. ასეც მოხდა - "ვესტ ბრომვიჩი" მეორე ტაიმში "დაიქოქა", ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში კომფორტული მდგომარეობა უკავია.

"მიდლსბრო"-"ლესტერის" მატჩი ისეთი იყო, არ შეიხედებოდა და შესაფერისი ანგარიშითაც მორჩა - 0:0.

XIX ტური
ჰალი-ევერტონი 2:2
გოლები: 1:0 მ. დოუსონი (6), 1:1 მარშალი (45-საკ. კარში), 2:1 სნოდგრასი (65), 2:2 ბარკლი (84)
ჰალი (3-5-2): მარშალი - მაგუაირი, მ. დოუსონი, კ. დევისი - ელმოჰამადი, სნოდგრასი, მეილერი (56. კლუკასი), ლივერმორი, რობერტსონი - დიომანდი (85. ჰადლსტოუნი), მბოკანი.
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი, იაგიელკა, ე. უილიამსი, ბეინსი - გუეიე, ბერი (66. თ. დევისი) - ე. ვალენსია (74. კალვერტ-ლიუინი), ბარკლი, მირალასი (87. მორი) - ლუკაკუ.
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 13-20 (4-7); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 20 112

ბარნლი-სანდერლენდი 4:1
გოლები: 1:0 ე. გრეი (31), 2:0 ე. გრეი (51), 3:0 ე. გრეი (53), 4:0 ბარნსი (67-პენ), 4:1 დეფო (71)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი, მერნი, დეფური (68. გუდმუნდსონი), არფილდი - ე. გრეი (78. ვოუკსი), ბარნსი (85. ტარკოვსკი).
სანდერლენდი (4-3-3): მანონე - ბ. ჯოუნსი, კონე (24. ნდონგი), ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - ლარსონი, ოში (72. ლავი), იანუზაი - ანიჩებე (46. პიენაარი), ბორინი, დეფო.
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16-11 (6-3); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 21 124

ჩელსი-სტოკი 4:2
გოლები: 1:0 კეჰილი (34), 1:1 მარტინს ინდი (46), 2:1 ვილიანი (57), 2:2 კრაუჩი (64), 3:2 ვილიანი (65), 4:2 დიეგო კოშტა (85)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (82. ივანოვიჩი), ფაბრეგასი (73. მატიჩი), კანტე, ალონსო - ვილიანი (84. ჩალობა), აზარი, დიეგო კოშტა.
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - ალენი, ადამი - დიუფი, აფელაი (62. იმბულა), შაქირი (61. კრკიჩი) - კრაუჩი.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18-5 (7-2); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 41 601
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლესტერი-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 სლიმანი (20)
ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ჩილუელი - ემეტრი, დრინკუოტერი - ოლბრაიტონი, მაჰრეზი (70. ფუხსი), დ. გრეი (80. ოკაზაკი) - სლიმანი (83. ულოა).
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - ნორდტვეიტი, რიდი, ოგბონა, კრისუელი - ნოუბლი (57. ლანძინი), კუიატე (78. ფერნანდესი) - ანტონიო, აიუ (65. ფეგული), პაიე - ე. ქეროლი.
გაფრთხილება: 5-3; კუთხური: 7-7; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-25 (4-5); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 32 060
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანჩესტერ იუნ-მიდლსბრო 2:1
გოლები: 0:1 ლედბიტერი (67), 1:1 მარსიალი (85), 2:1 პოგბა (86)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი, სმოლინგი (72. რაშფორდი), ბლინდი (64. როხო) - ფელაინი (64. მატა), ერერა, პოგბა - მხითარიანი, მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი.
მიდლსბრო (4-1-4-1): ვალდესი - ჩემბერსი, ესპინოსა, გიბსონი, ფრენდი - დე როონი - ტრაორე (82. ფაბიო), ფორშოუ, ლედბიტერი (78. კლეიტონი), ს. დაუნინგი (63. რამირესი) - ნეგრედო.
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 12-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 32-9 (12-2); ბურთის ფლობა: 66%-34%; მაყურებელი: 75 314
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 1:2
გოლები: 1:0 ლონგი (41), 1:1 ფილიპსი (43), 1:2 რობსონ-კანუ (50)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - მარტინა (75. უარდ-პროუსი), იოშიდა, ვან დიიკი, მაკქუინი - ჰოიბერგი (52. როდრიგესი), რომეუ, ს. დევისი - ტადიჩი (74. საიმსი), ბუფალი, ლონგი.
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი (46. მაკკლინი) - იაკობი, დ. ფლეტჩერი - ფილიპსი, ჩადლი (53. მორისონი), ბრენტი - რობსონ-კანუ (72. რონდონი).
გაძევება: ვან დიიკი (89. საუთჰემპტონი)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-7 (1-3); ბურთის ფლობა: 70%-30%; მაყურებელი: 30 975

სუონსი-ბორნმუთი 0:3
გოლები: 0:1 აფობე (25), 0:2 ფრეიზერი (45), 0:3 ჯ. კინგი (88)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნაფტონი, ამატი, მოუსონი, ტეილორი - კი, ბრაიტონი (66. კორკი) - დაიერი, ფერი (38. ბეროუ), სიგურდსონი - ფერნანდო ლორენტე (57. მაკბერნი).
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - ფრენსისი, კუკი, აკე, დენიელსი - არტერი, სიურმენი (89. გოსლინგი) - სტანისლასი (73. სმიტი), უილშირი, ფრეიზერი (73. ჯ. კინგი) - აფობე.
გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-11 (5-6); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 20 136

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 1:0
გოლი: 1:0 ვიინალდუმი (8)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი - ჩანი, ჰენდერსონი (64. ორიგი), ვიინალდუმი - მანე (90. ლუკას ლეივა), ლალანა, ფირმინო.
სიტი (4-2-3-1): ბრავო - საბალეტა (86. ნავასი), ოტამენდი, სტოუნზი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ტურე (89. იჰეანაჩო) - დავიდ სილვა, დე ბრუინი, სტერლინგი - აგუერო.
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 5-9 (1-2); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 53 120
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უოტფორდი-ტოტენჰემი 1:4
გოლები: 0:1 კეინი (27), 0:2 კეინი (33), 0:3 ალი (41), 0:4 ალი (46), 1:4 ქაბული (90)
უოტფორდი (3-4-2-1): გომეში - ქაბული, პრიოდლი, კეტკარტი - ამრაბატი (75. სინკლერი), გედიურა, დუკური, ჰოლებასი (68. მეისონი) - იგალო, კაპუ (79. კაბასელე) - დინი.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიე, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი (68. ბ. დევისი) - დაიერი, ვანიამა - სონი, ალი (61. უინქსი), ერიქსენი - კეინი (77. იანსენი).
გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 0-3; ჯარიმა: 11-6; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 6-19 (2-6); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 20 882

არსენალი-კრ. პალასი 2:0
გოლები: 1:0 ჟირუ (17), 2:0 ივობი (56)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელ პაულისტა, კოსიელნი, მონრეალი - ელნენი (72. კოკელენი), ჯაკა - ივობი (77. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), პერესი (72. რემზი), სანჩესი - ჟირუ.
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - კელი, დანი, ტომკინსი, ჯ. უარდი - ფლამინი, ფენჩენი - თაუნსენდი (71. ლი), კაბაი (65. მეტჩი), ზაჰა - კ. ბენტეკე (77. კემპბელი).
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 8-4; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 22-7 (7-4); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 59 975
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XX ტური
მიდლსბრო-ლესტერი 0:0
მიდლსბრო (4-3-3): გუსანი - ბარაგანი (34. ფრენდი), ჩემბერსი, გიბსონი, ფაბიო - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ (89. ლედბიტერი) - ტრაორე (80. ს. დაუნინგი), რამირესი, ნეგრედო.
ლესტერი (4-3-1-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - ემეტრი, მენდი (83. ოლბრაიტონი), ე. კინგი - მაჰრეზი (71. მუსა) - ულოა, ოკაზაკი (74. დ. გრეი).
გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 2-2; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 9-9 (1-3); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 32 437

ევერტონი-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 ე. ვალენსია (73), 2:0 ბეინსი (81-პენ), 3:0 ლუკაკუ (89)
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი, უილიამსი, მორი, ბეინსი - გუეიე, თ. დევისი - ლენონი (61. ე. ვალენსია), კალვერტ-ლიუინი (12. მირალასი), ბარკლი (85. ბერი) - ლუკაკუ.
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი (6. სტივენსი), ფონტე, იოშიდა, მაკქუინი - კლასი (78. ლონგი), უარდ-პროუსი, რომეუ - ტადიჩი (67. ბუფალი), რედმონდი, როდრიგესი.
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 0-0; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 17-12 (6-3); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 38 891

მანჩესტერ სიტი-ბარნლი 2:1
გოლები: 1:0 კლიში (58), 2:0 აგუერო (62), 2:1 მი (70)
სიტი (4-2-3-1): ბრავო - სანია, ოტამენდი, კოლაროვი, კლიში - ტურე, ფერნანდინიო - ნავასი (46. დავიდ სილვა), დე ბრუინი, სტერლინგი (89. სტოუნზი) - იჰეანაჩო (46. აგუერო).
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლუოტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი, არფილდი (88. ბემფორდი), ჰენდრიკი, გუდმუნდსონი (59. დეფური) - ე. გრეი, ბარნსი (69. ვოუკსი).
გაფრთხილება: ფერნანდინიო (32. სიტი)
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 8-8; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-11 (3-3); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 54 463
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სანდერლენდი-ლივერპული 2:2
გოლები: 0:1 სტარიჯი (19), 1:1 დეფო (25-პენ), 1:2 მანე (72), 2:2 დეფო (84-პენ)
სანდერლენდი (4-4-1-1): მანონე - ლავი, ოში, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - ბორინი, ნდონგი, როდუელი (65. მანკილიო), ლარსონი - იანუზაი (79. ხაზრი) - დეფო.
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი (46. მორენო) - ლალანა, ჩანი, ვიინალდუმი (73. ორიგი) - მანე, ფირმინო, სტარიჯი (80. ლუკას ლეივა).
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10-21 (5-15); ბურთის ფლობა: 29%-71%; მაყურებელი: 46 494
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვესტ ბრომვიჩი-ჰალი 3:1
გოლები: 0:1 სნოდგრასი (21), 1:1 ბრენტი (49), 2:1 მაკოული (62), 3:1 მორისონი (73)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ევანსი (30. ნიომი), ბრენტი - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ჩადლი (62. რობსონ-კანუ), მორისონი, ფილიპსი - რონდონი (87. მაკკლინი).
ჰალი (3-4-1-2): მარშალი - მაგუაირი, მ. დოუსონი, კ. დევისი (84. ჰენრიკსენი) - ელმოჰამადი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, კლუკასი - სნოდგრასი - მბოკანი (65. მეისონი), დიომანდი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-9; ჯარიმა: 5-4; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-17 (5-6); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 23 402

ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნ 0:2
გოლები: 0:1 მატა (63), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (78)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - ნორდტვეიტი, რიდი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე (82. ფერნანდესი), ობიანგი - ფეგული, ლანძინი (89. აიუ), პაიე (69. ე. ქეროლი) - ანტონიო.
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, დარმიანი (46. მატა) - ერერა, ქერიკი, პოგბა - ლინგარდი (58. რაშფორდი), მხითარიანი (65. სმოლინგი), იბრაჰიმოვიჩი.
გაძევება: ფეგული (15. ვესტ ჰემი)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 2-1; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 8-13 (2-6); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 56 996

3 იანვარი, სამშაბათი
ბორნმუთი-არსენალი 23:45
კრ. პალასი-სუონსი 23:59
სტოკი-უოტფორდი 23:59

4 იანვარი, ოთხშაბათი
ტოტენჰემი-ჩელსი 23:59

ბომბარდირები
14 დიეგო კოშტა (ჩელსი)
13 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ)
12 ალექსის სანჩესი (არსენალი)
11 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)
10 ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
9 ედენ აზარი (ჩელსი)
სადიო მანე (ლივერპული)

მომდევნო ტური
14 იანვარი:
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ბარნლი-საუთჰემპტონი, ჰალი-ბორნმუთი, სანდერლენდი-სტოკი, სუონსი-არსენალი, უოტფორდი-მიდლსბრო, ვესტ ჰემი-კრ. პალასი, ლესტერი-ჩელსი;

15 იანვარი:
ევერტონი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნ-ლივერპული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული