"ვგრძნობ, რომ ჩემი გამომშვიდობების პროცესი უკვე დაწყებულია. მწვრთნელად ნამდვილად აღარ ვიმუშავებ 60 ან 65 წლის ასაკში. კონტრაქტი "სიტისთან" სამი წლით მაკავშირებს. შესაძლოა, ის გახანგრძლივდეს კიდეც, თუმცა ვხვდები, რომ სამწვრთნელო საქმიანობის ფინიშს ვუახლოვდები. რას გავაკეთებ შემდეგ? ვითამაშებ გოლფს", - უთხრა გვარდიოლამ ВBC-ს ინტერვიუში.
ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ "სიტი" მესამე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას, რომელიც მანჩესტერულ კლუბში წელიწადში 18 მლნ