"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის თასის 1/32 ფინალში "ვესტ ჰემი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის თასის 1/32 ფინალის შეხვედრაში "ვესტ ჰემ იუნაიტედი" გაანადგურა. მატჩი 6 იანვარს, ლონდონის "ოლიმპიურ" სტადიონზე გაიმართა და "ქალაქელების" გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

თითო გოლი იაია ტურე (33-ე წუთი, პენალტით), დავიდ სილვამ (43), სერხიო აგუერომ (50) და ჯონ სტოუნსმა (84) გაიტანეს. კიდევ ერთი გოლი კი საკუთარ კარში მასპინძელმა ჰოვარდ ნორდტვეიტმა (41) გაიტანა.

ამ გამარჯვებით "მანჩესტერ სიტი" ინგლისის თასის 1/16 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე წილისყრის შედეგად გამოვლინდება. "ვესტ ჰემი" ტურნირს გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული