ხავიერ ძანეტი: ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ

AutoSharing Option
სტეფანო პიოლის თავკაცობით, "ინტერმა" ბოლო 6 თამაშში 5 მოიგო და მკვეთრად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მართალია, ჩამორჩენა ჯერ კიდევ არის, მაგრამ წინ კიდევ 19 ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ თემაზე კომენტარი "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ გააკეთა:

"ერთი წუთით არ მეპარებოდა ეჭვი, რომ სტეფანო პიოლი კარგი არჩევანი იყო. დღეს "ინტერი" გაცილებით ძლიერია, ვიდრე სეზონის სტარტზე და შედეგებიც სახეზეა. დასანანია, რომ ბევრი დავკარგეთ და ლიდერებს ჩამოვრჩით, მაგრამ ვითარების გამოსწორება ჯერ
კიდევ შეიძლება.

მეტიც, პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. გასული სეზონი "იუვენტუსმა" საშინლად დაიწყო და ერთი პერიოდი აუტსაიდერებში იყო, თუმცა შემდეგ მოუმატა და ჩემპიონი გახდა. იგივე გზა უნდა გავიაროთ და ჩემპიონატი საუკეთესო სამეულში დავასრულოთ.

ეს ურთულესი მისიაა, თუმცა გუნდი ამისთვის მზადაა. გაფორმდება თუ არა პიოლისთან გრძელვადიანი ხელშეკრულება? - ამის დიდი იმედი მაქვს და ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. მწვრთნელი შედეგებით ფასდება, სტეფანო კი ამოცანას თავს კარგად ართმევს. ასე რომ, დიდია იმის შანსი, ზაფხულში პიოლისთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაფორმდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული