სერია A. XX ტური: "ინტერის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 იანვარს იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

მილანის "ინტერმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და 36 ქულით "მილანს" გაუთანაბრდა. სერჯო პელისიერის გოლით "კიევო" იგებდა, მაგრამ ჯერ მაურო იკარდიმ გაათანაბრა, შემდეგ ივან პერიშიჩმა და ედერმა "ინტერს" სამი ქულა მოუტანეს - 3:1.

მეორე მატჩში აუტსაიდერი "კროტონე" შინ დამარცხდა "ბოლონიასთან", გამარჯვების გოლი ბლერიმ ჯემაილიმ გაიტანა.

შაბათი. 14 იანვარი
კროტონე-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 ჯემაილი (51)

ინტერი-კიევო 3:1
გოლები: 0:1 პელისიერი (34), 1:1 იკარდი (69), 2:1 პერიშიჩი (86), 3:1 ედერი (93)

კვირა. 15 იანვარი
კალიარი-ჯენოა 15:30
ლაციო-ატალანტა 18:00
სამპდორია-ემპოლი 18:00
სასუოლო-პალერმო 18:00
ნაპოლი-პესკარა 18:00
უდინეზე-რომა 18:00
ფიორენტინა-იუვენტუსი 23:45

ორშაბათი. 16 იანვარი
ტორინო-მილანი 23:45

1. იუვენტუსი - 45 ქულა; 2. რომა - 41; 3. ნაპოლი - 38; 4. ლაციო - 37; 5. მილანი - 36.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული