სერია A. XXII ტური: "ინტერმა" "ლაციოს" გადაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
28 იანვარს იტალიის სერია A-ის 22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

რომის "ლაციომ" ყველასთვის მოულოდნელად, შინ 0:1 წააგო ვერონის "კიევოსთან". გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გავიდა, მასიმო გობის პასით ფორვარდმა რობერტო ინგლესემ გაიტანა.

მილანის "ინტერმა" სამი უპასუხო გოლი გაუტანა "პესკარას" და გადაუსწრო "ლაციოს". გოლები დანილო დ'ამბროზიომ, ჟოაო მარიომ და ედერმა გაიტანეს. ეს "ინტერის" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა, გუნდი უკვე მე-4 ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 28 იანვარი
ლაციო-კიევო 0:1
გოლი: 0:1 ინგლესე (90)

ინტერი-პესკარა 3:0
გოლები: 1:0 დ'ამბროზიო (23), 2:0 ჟოაო მარიო (43), 3:0 ედერი (73)

კვირა. 29 იანვარი
ტორინო-ატალანტა 15:30
კალიარი-ბოლონია 18:00
კროტონე-ემპოლი 18:00
ფიორენტინა-ჯენოა 18:00
სასუოლო-იუვენტუსი 18:00
უდინეზე-მილანი 18:00
სამპდორია-რომა 18:00
ნაპოლი-პალერმო 23:45

1. იუვენტუსი - 48 ქულა; 2. რომა - 47; 3. ნაპოლი - 44; 4. ინტერი - 42; 5. ლაციო - 40.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული