სერია A. XXIII ტური: "ნაპოლიმ" სტუმრად 7 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 თებერვალს იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა - "ბოლონიამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და მოულოდნელად, 1:7 დამარცხდა.

"ნაპოლი", რა თქმა უნდა, ფავორიტი იყო, მაგრამ ასეთ რბევას არავინ ელოდა. მარეკ ჰამშიკმა და დრის მერტენსმა ჰეთ თრიკები შეასრულეს, ერთი გოლი კი ლორენცო ინსინიეს ანგარიშზეა.

პირველ ტაიმში გუნდები ათ-ათნი დარჩნენ მოედანზე, ჯერ ხოსე კალეხონი გააძევეს, შემდეგ - ადამ მასინა. ამ მოგებით "ნაპოლი" მეორე ადგილზე გადავიდა, სანამ "რომა" "ფიორენტინას" სამშაბათს უმასპინძლებს.

შაბათი. 4 თებერვალი
ბოლონია-ნაპოლი 1:7
გოლები: 0:1 ჰამშიკი (4), 0:2 ინსინიე (6), 0:3
მერტენსი (33), 1:3 ტოროსიდისი (36), 1:4 მერტენსი (43), 1:5 ჰამშიკი (70), 1:6 ჰამშიკი (74), 1:7 მერტენსი (90)
გამოუყენებელი პენალტი: დესტრო (26. ბოლონია)
გაძევება: კალეხონი (26. ნაპოლი), მასინა (32. ბოლონია)

კვირა. 5 თებერვალი
მილანი-სამპდორია 15:30
ატალანტა-კალიარი 18:00
პესკარა-ლაციო 18:00
ჯენოა-სასუოლო 18:00
ემპოლი-ტორინო 18:00
კიევო-უდინეზე 18:00
პალერმო-კროტონე 21:00
იუვენტუსი-ინტერი 23:45

სამშაბათი. 7 თებერვალი
რომა-ფიორენტინა 23:45

1. იუვენტუსი - 51 ქულა; 2. ნაპოლი - 48; 3. რომა - 47; 4. ინტერი - 42; 5. ლაციო - 40.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული