რაჯა ნაინგოლანი: მძულს ტურინის "იუვენტუსი"!

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა ტურინის "იუვენტუსის" მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

ნაინგოლანმა აღნიშნა, რომ "იუვენტუსი" მხოლოდ მსაჯების წყალობით იგებს.

"იუვენტუსის" კეთილის მსურველი არ ვარ. ყოველთვის მძულდა "იუვე". როცა "კალიარიში" ვიყავი, მზად ვიყავი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ამ გუნდისთვის მოგვეგო, მაგრამ მათ სტადიონზე ყოველთვის ფრეს ვთამაშობდით. მათ ჩემპიონატი ჩვენთან შეხვედრაში მოიგეს. მძულს ისინი, რადგან ყოველთვის პენალტის ან საჯარიმო დარტყმის შემდეგ იგებენ.

"რომაში" გადავედი, რომ "იუვენტუსს" მოვუგო, რომელსაც მუდმივად ეხმარებიან. თუ სკუდეტოს არ მოვიგებთ, მაშინ თასს მაინც დავისაკუთრებთ, პირობას გაძლევთ. "ლაციოს" ნახევარფინალში მოვუგებთ, დამიჯერეთ", -
თქვა ნაინგოლანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს და "რომას" 7 ქულით უსწრებს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
tatoo ნაინგოლანზე კაი ფეხბურთელი არ არის ხო იუვეში :))))))))))
JUVE
14 თებერვალი 2017 15:24
0
ცოტა გადაამლაშა რაჯამ, თორემ იუვენტუსი რომ ძალიან ბევრს ძულს იტალიაში გარკვეული მიზეზების გამო, ისედაც ცხადია
mamuka
10 თებერვალი 2017 23:43
0
ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ეტყობა მთელი ტვინი ფეხებში აქვს :)))
ის მაინც დათვალე რომელმა გუნდმა უფრო მეტი პენალტი დაარტყა, ან სეზონზე რამდენი ქულით ჩამორჩებით საშუალოდ :)
წადი რამე კარგ გუნდში იქნებ შიდა ჩემპიონატი მოიგო :))
და კიდევ, კალიარიში სულ ფრეს ვთამაშობდიო და გადავიდა რომაში და ეხლა სულ აგებს :))))))
gogi
10 თებერვალი 2017 16:40
0
იმ ჯარიმაზე რას იტყვი ალესანდრომ რომ იკარდის გაუგორა და მსაჯმა გააუქმა, ადრე გუნდებთან აწყობდნენ თამაშებს ეხლა კი მსაჯებთან . ნაინგოლანზე მაგარი ფეხბურთელი ვინ გყავთ ერთი იუვეში
tatoo
10 თებერვალი 2017 16:19
0
მერე შენ ციყვო,იმ პენალტს და საჯარიმოს შექმნა და შესრულება უნდა.შეჰქმენიც თქვენც და შეასრულეთ...
zaza
10 თებერვალი 2017 14:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული