სერია A. XXIV ტური: "ფიორენტინა" "მილანს" დაეწია

AutoSharing Option
11 თებერვალს იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა - ფლორენციაში "ფიორენტინა" "უდინეზეს" უმასპინძლა და იოლად დაამარცხა - 3:0.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბორხა ვალერომ გახსნა, მეორე ტაიმში ჯერ ჰუმა ბაბაქარმა გაიტანა, შემდეგ ფედერიკო ბერნარდესკიმ გამოიყენა პენალტი. ამ მოგებით "ფიორენტინა" ქულებით დაეწია "მილანს".

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს "ნაპოლიმ" იმარჯვა და დროებით მეორე ადგილზე გადავიდა.

შაბათი. 11 თებერვალი
ფიორენტინა-უდინეზე 3:0
გოლები: 1:0 ბ. ვალერო (41), 2:0 ბაბაქარი (62), 3:0 ბერნარდესკი (80-პენ)

პარასკევი. 10 თებერვალი
ნაპოლი-ჯენოა 2:0

კვირა. 12 თებერვალი
კროტონე-რომა 15:30
პალერმო-ატალანტა 18:00
სასუოლო-კიევო 18:00
ინტერი-ემპოლი 18:00
ტორინო-პესკარა 18:00
სამპდორია-ბოლონია 21:00
კალიარი-იუვენტუსი 23:45

ორშაბათი. 13 თებერვალი
ლაციო-მილანი 23:45

1. იუვენტუსი - 57 ქულა; 2. ნაპოლი - 51; 3. რომა - 50; 4. ლაციო - 43; 5. ინტერი - 42.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული