"იუვენტუსი" "ემპოლის" დაუხვდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ტურინელი გულშემატკივრები გოლს დიდხანს ელოდნენ, რადგან პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით დასრულდა.
სამაგიეროდ, მეორეში გაიტანეს მასპინძლებმა და თანაც, ერთბაშად ორი გოლი - ანგარიში თავური დარტყმით მარიო მანჯუკიჩმა გახსნა, რასაც ალექს სანდროს შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. "იუვე" დიდ უპირატესობას ფლობდა და გამანადგურებელი ანგარიშითაც შეეძლო
მართალია, მიმდინარე სეზონში "ატალანტა" შესანიშნავად ასპარეზობს, მაგრამ ნეაპოლშიც თუ სამ ქულას აიღებდა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მით უმეტეს, მეორე ტაიმის შუაწელს ბერგამოელები კაცნაკლულნი დარჩნენ და სწორედ ასეთ პირობებში გაუტანეს ფავორიტად შერაცხილ მასპინძლებს მეორე გოლი.
მატჩის გმირი მატია კალდარაა, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯებოდა და გარდა იმისა, რომ უშუალო მოვალეობას თავი დიდებულად გაართვა, ორი გოლი გაუტანა მეტოქეს. კალდარა 22 წლისაა, ამ ზამთარს "იუვენტუსმა" მასში 20 მილიონი ევრო გადაიხადა და მომდევნო სეზონიდან მატია ტურინული გრანდის ღირსებას დაიცავს.
ნეაპოლში გამარჯვების შემდეგ "ატალანტამ" კიდევ უფრო გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, მესამე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება და თუ სატურნირო ცხრილით ვიმსჯელებთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. რაც შეეხება "ნაპოლის", ამ მარცხით, მაურიციო სარის გუნდმა სკუდეტოს მოპოვების პრაქტიკული შანსი დაკარგა და ნათელია, რომ ამ გუნდის პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზური იქნება.
"რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ დაიძაბა ვითარება კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელ მაურიციო სარის შორის, მორიგმა ფიასკომ კი შეიძლება კონფლიქტი გააღრმავოს. მით უმეტეს, სარიმ არც ამჯერად დააყენა ძირითად შემადგენლობაში გუნდის ახალწვეულები: არკადიუშ მილიკი და ლეონარდო პავოლეტი, რაზეც პრეზიდენტმა "რეალთან" მატჩის შემდეგ დაიჩივლა და წყალში გადაყრილ სატრანსფერო თანხებს გამოეტირა.
"მილანი" "სასუოლოს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით სძლია მეტოქეს. ერთადერთი და გამარჯვების გოლი კარლოს ბაკას ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. იქამდე, პენალტი "სასუოლომ" დაარტყა, მაგრამ დომენიკო ბერარდიმ შანსი ხელიდან გაუშვა. ჩავარდნის შემდეგ "მილანი" ფერზე მოდის და განაგრძობს ბრძოლას ევროსაგზურისთვის...
XXVI ტური
ნაპოლი-ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 კალდარა (28), 0:2 კალდარა (70)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი (79. მაჯო), ალბიოლი, მაკსიმოვიჩი, გულამი - ზელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (59. მილიკი) - კალეხონი, ინსინიე (79. პავოლეტი), მერტენსი
ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კესიე, ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი (86. კრისტანტე) - გომესი (83. გრასი), პეტანია (90. ზუკანოვიჩი)
გაძევება: კესიე (67. ატალანტა)
მაყურებელი: 40 000
იუვენტუსი-ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 სკორუპსკი (52 ს. კ.), 2:0 სანდრო (65)
იუვენტუსი (4-2-3-1): ნეტო - ალვეში, რუგანი, ბონუჩი, სანდრო - პიანიჩი, მარკიზიო (78. მარკიზიო) - კუადრადო (85. პიაცა), მანჯუკიჩი), სტურარო (74. დიბალა) - იგუაინი
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (70. ვესელი), ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, მაური (77. ბუჩელი) - ელ ქადური - პუჩარელი, მარილუნგო (70. ტიამი)
მაყურებელი: 40 000
პალერმო-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 ნესტეროვსკი (31-პენ.), 1:1 კვალიარელა (90)
პალერმო (4-2-3-1): პოსავეცი - რისპოლი, ციონეკი, ანდელკოვიჩი (90. სუნიჩი), ალესაამი - გაცი, ბალოგი (83. ემბალო) - ჩოჩევი, შალაი (77. დიამანტი), ენრიკე - ნესტეროვსკი
სამპდორია (4-3-1-2): ვიავიანო - ბერეჟინსკი, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ჩიგარინი (59. ლინეტი), პრაეტი (83. ფერნანდესი) - ჯურიჩიჩი (53. მურიელი) - შჩიკი, კვალიარელა
მაყურებელი: 15 000
კიევო-პესკარა 2:0
გოლები: 1:0 ბირსა (12), 2:0 კასტრო (61)
კიევო (4-3-2-1): სორენტინო - კაჩატორე, დაინელი, სპოლი, გობი - კასტრო, დე გუზმანი, ჰეტემაი - კასტრო (78. იცო), ბირსა (89. კინი) - ინგლეზე (45. გაკპე)
პესკარა (4-3-3): ბიძარი - ძამპანო (62. კრეშენცი), სტენდარდო, კოდა, ბირაგი - ვერე, ბრუნო, მემუშა - ბენალი (62. მიტრიტა - 76. პეპე), ჩერი, კაპრარი
მაყურებელი: 14 000
კროტონე-კალიარი 1:2
გოლები: 1:0 სტოიანი (10), 1:1 ჟოაო პედრო (32), 1:2 ბორიელო (69)
კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, კლეიტონი, მარტელა - ბარბერისი, აკოსტი (60. ნალინი), კრიზეტიგი, სტოიანი (85. როდენი) - ტროტა (68. ნვანკვო), ფალჩინელი
კალიარი (4-4-1-1): გაბრიელი - პადოინი (54. ბორიელო), პიზაკანე, ალვეში, მურუ - ისლა, დესენა (67. დი ჯენარო), ბარელა, იონიცა - ჟოაო პედრო - საუ (76. კაპუანო)
მაყურებელი: 6 000
ჯენოა-ბოლონია 1:1
გოლები: 0:1 ვივიანი (57), 1:1 ნიჩამი (90)
ჯენოა (3-5-2): ლამანა - მუნიოსი (89. მოროზინი), ბურდისო, იცო - ლაზოვიჩი, კატალდი, ჰილემარკი (90. ნიჩამი), რიგონი (76. ტაარაბტი), ლაქსალტი - პინილია, სომეონე
ბოლონია (4-3-3): მირანტე - კრაფტი (53. მბაიე), ოიკონომუ, ტოროსიდისი, მაზინა - ჯემაილი, ტაიდერი, ვივიანი - ვერდი (77. ჰელანდერი), კრეიჩი (84. რიცო), პეტკოვიჩი
გაძევება: ტოროსიდისი (75. ბოლონია)
მაყურებელი: 20 000
ლაციო-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 იმობილე (72-პენ.)
ლაციო (4-3-3): სტრაკოშა - პატრიჩი (60. სავიჩი), დე ვრი, ჰოედტი (60. ბასტა), რადუ (79. ვოლასი) - პაროლო, მურჯა, ლულიჩი - კეიტა, ანდერსონი, იმობილე
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ბადუ, კუმსი (66. ალი ადნანი), იანკტო - მატოსი (74. პერიცა), ტერო (59. ფოფანა), საპატა
მაყურებელი: 25 000
სასუოლო-მილანი 0:1
გოლი: 0:1 ბაკა (22-პენ.)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, პელუზო, დელორკო - პელეგრინი (70. მატრი), აკვილანი, დანკანი - ბერარდი, პოლიტანო (78. რაგუზა), დეფრელი (84. რიჩი)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, საპატა, პალეტა, ვანიონი - კუცკა (65. პასალიჩი), სოსა (87. პოლი), ბერტოლაჩი - სუსო, დეულოფეუ, ბაკა (76. ოკამპოსი)
გაფუჭებული პენალტი: ბერარდი (12. სასუოლო)
მაყურებელი: 16 000
ინტერი-რომა 1:3
გოლები: 0:1 ნაინგოლანი (12), 0:2 ნაინგოლანი (56), 1:2 იკარდი (81), 1:3 პეროტი (85-პენ.)
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - მურილიო, მედელი, დამბროზიო - კანდრევა (75. გაბრიელი), გალიარდინი, კონდოგბია, პერიშიჩი - ჟოაო მარიო (80. ბანეგა), ბროზოვიჩი (55. ედერი) - იკარდი
რომა (3-4-2-1): სჩესნი - მანოლასი, რუდიგერი, ფაციო - პერესი, დე როსი (84. პარედესი), სტროტმანი, ჟუანი - ნაინგოლანი, სალაჰი (71. პეროტი) - ჯეკო
მაყურებელი: 65 000
ორშაბათი. 27 თებერვალი
ფიორენტინა-ტორინო 23:45
ბომბარდირები: 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 17 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი); 14 - ჩირო იმობილე (ლაციო).
მომდევნო ტური
4 მარტი:
რომა-ნაპოლი, სამპდორია-პესკარა, მილანი-კიევო;
5 მარტი:
ატალანტა-ფიორენტინა, ემპოლი-ჯენოა, კალიარი-ინტერი, უდინეზე-იუვენტუსი, ტორინო-პალერმო, კროტონე-სასუოლო, ბოლონია-ლაციო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"