"მილანმა" მადრიდის "რეალს" ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე უარი უთხრა

AutoSharing Option
"მილანის" ხელმძღვანელობა არ აპირებს, შეელიოს 18 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას, რომლის გადაბირებით ძალიანაა დაინტერესებული მადრიდის "რეალი". Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა როსონერის წინადადებით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

"მილანის" ხელმძღვანელობა არ აპირებს ნიჭიერი მეკარის გაყიდვას და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. დონარუმასთან შეთანხმება 2018 წლის ზაფხულში იწურება. ფეხბურთელი უკვე გახდა სრულწლოვანი და კლუბთან სრულფასოვანი, პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაც შეუძლია.

წყარო აღნიშნავს, რომ დონარუმას აგენტი მინო რაიოლა იქამდე არ ჩქარობს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას, სანამ არ გაირკვევა "მილანის" ჩინელი ინვესტორებისთვის მიყიდვის სა
კითხი. კლუბში კი მეკარისთვის კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივებას და წლიურ ხელფასად 3 მლნ ევროს შეთავაზებას აპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული