ორივე გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში ხვდება "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პაექრობას. არგენტინელმა ფორვარდმა ჯერ პაულო დიბალას პასის შემდეგ იხეირა, შემდეგ კი შტეფან ლიხტშტაინერს დაუფასა გარჯა. ორივე გოლი იგუაინმა თავის სტილში შეაგდო, საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა და საშუალო დისტანციიდან, მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
გონსალოს კიდევ მინიმუმ ორი-სამი გოლის შეგდება შეეძლო და შესაბამისად, "იუვენტუსს" გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვება. მთლიანობაში, ტურინული გრანდი
"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით სკუდეტოსკენ. წინ კიდევ 7 შეხვედრაა და მოდუნება არაფრით არ შეიძლება. თუმცა, ჯერ "ბარსელონასთან" პაექრობაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც კარს მოგვადგა. ეს იქნება დიდი მატჩი, რომელიც იმედია, საჩვენო შედეგით დასრულდება. ისინი პატივს გვცემენ ჩვენ, ჩვენ კი - მათ".
"რომა" იტოვებს სკუდეტოს მოპოვების ფირმალურ შანსს - ლუჩანო სპალეტის გუნდი "ბოლონიას" ესტუმრა და ადვილად სძლია მეტოქეს. რომაელებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, რომელთაგან პირველი ფასიოს, მეორე სალაჰის, ხოლო მესამე ჯეკოს ანგარიშზეა. თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ გოლები მხოლოდ მასპინძელთა კარში გავიდა. მატჩის შემდეგ სპალეტის კიდევ ერთხელ ჰკითხეს გუნდიდან სავარაუდო აბარგების შესახებ, რამაც ძალიან გააღიზიანა და განაცხადა, რომ მისი ერთადერთი სურვილი "რომაში" დარჩენა და მუშაობის გაგრძელებაა.
"ინტერმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო - "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ მილანური გრანდი "კროტონეს" ესტუმრა და იქაც უქულოდ დარჩა. შესაბამისად, სტეფანო პიოლისაც აღარ აქებენ უწინდებურად და კიდევ აქტიურად საუბრობენ ზაფხულში მისი მილანიდან აბარგების შესახებ. ამ მარცხით, "ინტერმა" ევროსაგზურისკენ მიმავალი გზა გაირთულა, "კროტონე" კი "ემპოლის" 3 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა და ელიტაში დარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა.
ტურის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" მოულოდნელად იოლად "ლაციო" დაამარცხა. ნეაპოლელებმა სამი გოლი მიართვეს მეტოქეს, რომელთაგან ერთი ხოსე კალეხონის, ხოლო დუბლი ლორენცო ინსინიეს ანგარიშზეა. ლიდერთა სამეული მოწყდა მდევრებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტრიოს ჰარმონიას ვეღარავინ დაარღვევს.
XXXI ტური
ემპოლი-პესკარა 1:1
გოლები: 1:0 ელ ქადური (9), 1:1 კაპრარი (31)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ვესელი, ბარბა, პასკუალი - კრუნიჩი, ბუჩელი (71. ელ ჰაჯი), კროჩე - ელ ქადური - მარილუნგო (62. პუჩარელი), ტიამი (84. მჭედლიძე)
პესკარა (4-3-3): ფიორილო - ძამპანო, კამპანიარო, ბოვო, ბირაგი - კულიბალი (68. ვერე), მუნტარი (62. ბრუნო), მემუშა - კაპრარი, ბენალი. ბაჰებეკი (71. ბრუგმანი)
მაყურებელი: 10 000
ატალანტა-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 პელეგრინი (36), 1:1 კრისტანტე (73)
ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი (70. მუნიერი), კრისტანტე, ფრეულერი, სპინაცოლა (46. გრასი) - კურტიჩი (55. დალესანდრო) - გომესი, პეტანია
სასუოლო (4-3-3): კონსილი - აჯაპონგი, აჩერბი, კანავარო, დელ ორკო - პელეგრინი, მისიროლი, სენსი (63. დანკანი) - ბერარდი, რაგუზა (80. პელუზო), დეფრელი (35. პოლიტანო)
მაყურებელი: 20 000
იუვენტუსი-კიევო 2:0
გოლები: 1:0 იგუაინი (23), 2:0 იგუაინი (84)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი (85. ალვეში), ბარძალი, რუგანი, სანდრო - მარკიზიო, ხედირა - კუადრადო (66. ლამინა), დიბალა, სტურარო (72. ბონუჩი) - იგუაინი
კიევო (4-3-1-2): სეკულინი - კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი (46. ისკო) - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (75. დე გუზმანი) - ბირსა - მეჯორინი (67. ინგლეზე), პელისიერი
მაყურებელი: 39 000
სამპდორია-ფიორენტინა 2:2
გოლები: 1:0 ფერნანდესი (5), 1:1 გონსალო (60), 2:1 ალვარესი (71), 2:2 ბაბაქარი (89)
სამპდორია (4-3-1-2): ვიავიანო - ბერეზუცკი, სილვესტრი, შკრინიარი, დოდო (74. რეჯინი) - ბარეტო, ტორეირა, ლინეტი (69. ალვარესი) - ფერნანდესი (65. პრაეტი) - კვალიარელა, შჩიკი
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - სანჩესი, გონსალო, ასტორი - ტელიო, ბადელი, ბორხა ვალერო, მილიჩი (73. კიეზა) - ბერნარდესკი (81. საპონარა), ილიჩიჩი (46. კალინიჩი) - ბაბაქარი
მაყურებელი: 25 000
მილანი-პალერმო 4:0
გოლები: 1:0 სუსო (6), 2:0 პასალიჩი (19), 3:0 ბაკა (37), 4:0 დეულოფეუ (70)
მილანი (4-2-3-1): დონარუმა - კალაბრია, რომანიოლი, საპატა, დე შილიო - კუცკა, სოსა (59. ლოკატელი) - სუსო (72. ანტონელი), პასალიჩი, დეულოფეუ (76. ლაპადულა) - ბაკა
პალერმო (3-5-1-1): ფულინატი - ანდელკოვიჩი (72. ციონეკი), გონსალესი, გოლდანიგა (67. ტრაიკოვსკი) - რისპოლი, მატო, პეცელა, ენრიკე (54. შალაი), ჩოჩევი - დიამანტი - ნესტეროვსკი
მაყურებელი: 40 000
ბოლონია-რომა 0:3
გოლები: 0:1 ფასიო (25), 0:2 სალაჰი (41), 0:3 ჯეკო (75)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - კრაფტი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა - ნაგი (63. ტოროსიდისი), პულგარი, ჯემაილი - კრეიჩი, ვერდი (46. დი ფრანჩესკო), დესტრო
რომა (4-2-3-1): სჩესნი - რუდიგერი, მანოლასი (78. ვერმაელენი), ფასიო, ჟუანი - სტროტმანი, დე როსი - სალაჰი, ნაინგოლანი, ელ შაარავი (65. პეროტი) - ჯეკო (85. ტოტი)
მაყურებელი: 22 000
კალიარი-ტორინო 2:3
გოლები: 1:0 ბორიელო (19-პენ), 1:1 ლიაიჩი (33), 1:2 ბელოტი (39), 1:3 ასკუა (53), 2:3 ჰანი (90)
კალიარი (4-3-2-1): რაფაელი - ისლა, პიზაკანე, ალვეში, მურუ - პადოინი (56. ფარიასი), პანაიოტისი, იონიცა - პედრო - საუ (81. ჰანი), ბორიელო (34. ფანაგო)
ტორინო (4-2-3-1): ჰარტი - ძაპაკოსტა, კარლაო (66. აიეტი), მორეტი, მოლინარო (46. ბარეკა) - ასკუა, ბაზელი - ლიაიჩი, იაგო, იტურბე (22. ბოიე) - ბელოტი
მაყურებელი: 10 000
კროტონე-ინტერი 2:1
გოლები: 1:0 ფალჩინელი (28-პენ), 2:0 ფალჩინელი (22), 2:1 დამბროზიო (85)
კროტონე (4-4-2) კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი (88. სამპირიზი), ბარბერისი (75. კაპეცი), კრიზეტიგი, სტოიანი - ტროტა (73. აკოსტი), ფალჩინელი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი (46. ედერი), მირანდა, ანსალდი (46. პალასიო) - მედელი, კონდოგბია (81. ჟოაო მარიო) - კანდრევა, ბანეგა, პერიშიჩი - იკარდი
მაყურებელი: 10 000
უდინეზე-ჯენოა 3:0
გოლები: 1:0 დე პაული (20), 2:0 საპატა (31), 3:0 რუბინიო (49-საკ. კარში)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო (79. ერტო), ანჯელა, სამირი (56. სილვა) - ბადუ, ალფრედსონი, ევანჯელისტა (68. ფელიპე) - დე პაული, ტერო, საპატა
ჯენოა (3-4-2-1): რუბინიო - მუნიოსი, ბურდისო, იძო - ლაქსალტი, ჰილემარკი (55. პანდევი), კოფიე, რიგონი (70. ველოზო) - ნიჩამი, მოროზინი (59. პალადინო) - სიმეონე
მაყურებელი: 16 000
ლაციო-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 კალეხონი (25), 0:2 ინსინიე (51), 0:3 ინსინიე (90)
ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - ბასტოსი (52. ჰოედტი), ვოლასი, რადუ - ბასტა (59. პატრიჩი), პაროლო, მურჯა (52. კეიტა), ლუკაკუ - სავიჩი, ანდერსონი - იმობილე
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, სტრინიჩი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (79. როგი) - კალეხონი (74. ზელინსკი), ინსინიე, მერტენსი (83. მილიკი)
მაყურებელი: 40 000
ბომბარდირები: 24 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 21 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 18 - ჩირო იმობილე (ლაციო).
მომდევნო ტური
15 აპრილი:
ინტერი-მილანი, კალიარი-კიევო, ფიორენტინა-ემპოლი, ჯენოა-ლაციო, პალერმო-ბოლონია, პესკარა-იუვენტუსი, რომა-ატალანტა, ტორინო-კროტონე, სასუოლო-სამპდორია, ნაპოლი-უდინეზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"