მილანის "ინტერი" სიმეონეს: 20 დღე და 55 მილიონი ევრო

AutoSharing Option
უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ინტერმა" სეზონი ჩააგდო და დიდი ალბათობით, სტეფანო პიოლის მოუწევს პოსტის დატოვება. შესაბამისად, მილანელები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან.

ლომბარდიული გრანდისთვის საუკეთესო კანდიდატი დიეგო სიმეონეა - "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მილანელებმა არგენტინელს 20 დღე მისცეს მოსაფიქრებლად და სწორედ ამ პერიოდში უნდა გადაწყვიტოს დიეგომ, უნდა თუ არა "ნერაძურის" გაწვრთნა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მილანელებმა სიმეონეს 5-წლიანი თანამშრომლობა და სეზონში 11 მილიონი ევრო შესთავაზეს.

სიმეონე 1997-99 წლებში "ინტერის" ღირსებას იცავდა და "ნერაძურის" გულშემატკივრებს ის დღემდე უყვართ - თავად არგენტინელმაც არაერთხელ
განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სიამოვნებით ჩაიბარებს ყოფილ გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
11 მილიონად სეზონში ან 20 დღე რად გინდა დღესვე მიდი
MISHA
19:55 27-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული