"ნაპოლი" დრის მერტენსს შეუთანხმდა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა დრის მერტენსის "ნაპოლიდან" სავარაუდო აბარგების შესახებ. ამაზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბელგიელი ფორვარდი მართლაც განიხილავდა ნეაპოლიდან აბარგების ვარიანტს, მიზეზი კი მისი ცოლი გახლდათ, რომელსაც იტალიის სამხრეთს ინგლისში ცხოვრება ურჩევნია.

ითქვა ისიც, რომ მერტენსის გადაბირებით ლონდონური და მანჩესტერული კლუბები არიან დაინტერესებულნი. მოკლედ, 29 წლის მერტენსს ინგლისში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მან მიაღწია შეთანხმებას ნეაპოლური კლუბის მესვეურებთან...

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, მერტენსი "ნაპოლისთან" 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს აიღებს - საგულისხმოა,
რომ ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მერტენსის გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

მართალია, დრისი თინეიჯერი არაა, მაგრამ ფეხბურთელისთვის, რომელმაც სერია A-ს არასრულ სეზონში 22 გოლი გაიტანა, 25 მილიონი ევრო დაბალი ფასია - როგორც ჩანს, ეს პირობა თავად ფეხბურთელმა მოითხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული