სერია A. XXXV ტური: იზეიმებს "იუვე" "ოლიმპიკოზე"? [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მომდევნო ტურში "იუვენტუსი" "რომას" ესტუმრება და დიდია შანსი, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" იზეიმოს იტალიის მორიგი ჩემპიონობა. იქამდე "ვეკია სენიორამ" ტურინულ დერბიში ითამაშა და ფრეს გამორჩა...

მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა - თადარიგში დარჩნენ ჯანლუიჯი ბუფონი, მირალემ პიანიჩი და გონსალო იგუაინი, რომლებიც ნეტომ, დიეგო რინკონმა და დავიდ სტურარომ შეცვალეს - უფრო სწორად, სტურარომ გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, ცენტრფორვარდად კი მარიო მანჯუკიჩმა აიწია.

"იუვენტუსმა" უპირატესობით წარმართა შეხვედრა და შეეძლო მოგება - დამაგვირგვინებელ ფაზაში ხან პაულო დიბალა სცოდავდა, ხან მარიო მანჯუკიჩი და
ხანაც გონსალო იგუაინი, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში - გატანა შეეძლო ლეონარდო ბონუჩისაც...

ანგარიში ადემ ლიაიჩმა გახსნა - სერბმა შემტევმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ულამაზესი გოლი შეაგდო. გოლიდან რამდენიმე წუთში მსაჯმა მოედნიდან აფრი ასკუა გააგდო და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - არბიტრის გადაწყვეტილებამ "ტორინოს" მწვრთნელ-ფეხბურთელთა აღშფოთება გამოიწვია და რამდენიმე წუთი მოედანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა...

დარჩენილ დროში "იუვეს" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გონსალო იგუაინმა გაისროლა შორიდან და ეფექტური გოლი შეაგდო - ჯო ჰარტს აშკარა შეცდომა არ დაუშვია, თუმცა უკეთ თამაში და გუნდის გადარჩენა შეეძლო.

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა: "ბურთის უკეთ კონტროლი გვმართებდა და გვქონდა ხარვეზები, რომლებიც სეზონის ამ მონაკვეთისთვის ბუნებრივია. თუმცა, ძალები უნდა მოვიკრიბოთ და დარჩენილი მატჩები სრული კონცენტრაციით ჩავატაროთ. მეტოქემ სეზონის მატჩი ჩაატარა და დაიმსახურა ეს ქულა, ჩვენ კი კიდევ უფრო მივუახლოვდით ტიტულს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაციო" შესანიშნავ ფორმაშია - სიმონე ინძაგის გუნდმა ამჯერად "სამპდორიას" უმასპინძლა და შავი დღე აყარა. რომაელებმა მეტოქეს 7 გოლი გაუტანეს - აქედან 2 ჩირო იმობილეს ანგარიშზეა, თითო გოლი კი კეიტამ, დე ვრიმ, ჰოედტმა, ლულიჩმა და ანდერსონმა მიითვალეს აქტივში. 3 გოლს რომ შეაგდებ და მაინც განადგურდები, ამას მოხერხება უნდა და სწორედ ეს დაემართა გენუურ გუნდს. "ლაციო" ევროპალიგაზე ითამაშებს, რაც ინძაგიმ და მისმა შეგირდებმა ნამდვილად დაიმსახურეს.

"ინტერი" კიდევ ერთხელ შერცხვა, ამჯერად "ჯენოასთან" წააგო და ისევ მე-7 ადგილზეა სატურნირო ცხრილში. მილანურმა გრანდმა სეზონის შუაში გამოიღვიძა, თუმცა ფინიში ჩააგდო და ცხადია, რომ ამას მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის გათავისუფლება მოჰყვება...

"ნაპოლიმ" და "რომამ" 3-3 ქულა მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყარად დგანან - მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, თუ რომელი გუნდი დაიკავებს მეორე ადგილს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის გარეშე გავა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXV ტური
ნაპოლი-კალიარი 3:1
გოლები: 1:0 მერტენსი (2), 2:0 მერტენსი (49), 3:0 ინსინიე (67), 3:1 ფარიასი (90)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, ალბიოლი, გულამი - ზელინსკი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (69. როგი) - კალეხონი, ინსინიე (79. ჯაკერინი), მერტენსი (77. მილიკი)
კალიარი (4-5-1): რაფაელი - პიზაკანე, სალამონი, ალვეში, მურუ (71. ფარაგო) - ისლა, იონიცა (68. პედრო), ბარელა, პადოინი, საუ (78. ფარიასი) - ბორიელო
მაყურებელი: 45 000

იუვენტუსი-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ლიაიჩი (52), 1:1 იგუაინი (92)
იუვენტუსი (4-2-3-1): ნეტო - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბენატია, ასამოა - რინკონი (69. პიანიჩი), ხედირა - კუადრადო, დიბალა (80. სანდრო), სტურარო (56. იგუაინი) - მანჯუკიჩი
ტორინო (4-2-3-1): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, მოლინარო - ასკუა, ბაზელი (75. ობი) - იაგო (83. იტურბე), ლიაიჩი, ბოიე (63. ბენასი) - ბელოტი
გაძევება: ასკუა (57. ტორინო)
მაყურებელი: 40 000

უდინეზე-ატალანტა 1:1
გოლები: 0:1 კრისტანტე (41), 1:1 პერიცა (53)
უდინეზე (4-4-2): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი - ბალიჩი (61. კუმსი), ალფრედსონი, იანკტო, დე პაული - პერიცა (76. ევანდრო), საპატა (72. ტერო)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - რაიმონდი (46. დალესანდრო), კრისტანტე, გრასი, სპინაცოლა - კურტიჩი (56. ბასტონი), გომესი (62. მუნიერი) - პეტანია
მაყურებელი: 17 000

კიევო-პალერმო 1:1
გოლები: 1:0 პელისიერი (67-პენ.), 1:1 გოლდანიგა (88)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, გამბერინი, ცეზარი (84. სანდრო), ფრეი - ისკო (46. ინგლეზე), რადოვანოვიჩი, ბასტიენი (79. დე გუზმანი) - კასტრო - ბირსა, პელისიერი
პალერმო (3-5-2): ფულინატი - ციონეკი, გოლდანიგა, ანდელკოვიჩი - გონსალესი (86. ლო ფაზო), მატო, გაცი (54. ენრიკე), ჩოჩევი, ალესაამი - დიამანტი, შალაი (77. ტრაიკოვსკი)
მაყურებელი: 14 000

ემპოლი-ბოლონია 3:1
გოლები: 1:0 კროჩე (5), 1:1 ვერდი (11), 2:1 პასკუალი (38), 3:1 კოსტა (46)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (64. ვესელი), ბელუში, კოსტა, პასკუალი - მაური (88. იაკუპოვიჩი), ელ ჰაჯი, კროჩე - ელ ქადური - პუჩარელი, ტიამი (75. მაკარონე)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - კრაფტი, გასტალდელო (68. მაზინა), მაიეტა, მბაიე - ტაიდერი (50. პეტკოვიჩი), პულგარი, დონსა - ვერდი, კრეიჩი (74. ოკვონკვო), დესტრო
მაყურებელი: 10 000

ჯენოა-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 პანდევი (70)
ჯენოა (3-4-2-1): ლამანა - ბირასკი, ბურდისო, ჯენტილეტი - ლაზოვიჩი (74. მუნიოსი), ველოზო, კატალდი, ბეგეტო - რიგონი, პალადინო (89. კოფიე) - სიმეონე (19. პანდევი)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი, ანდრეოლი, ნაგატომო (83. ბანეგა) - გალიარდინი, კონდოგბია - კანდრევა, ედერი (72. გაბრიელი), პერიშიჩი - იკარდი (72. პალასიო)
მაყურებელი: 25 000

ლაციო-სამპდორია 7:3
გოლები: 1:0 კეიტა (2), 2:0 იმობილე (19-პენ.), 2:1 ლინეტი (32), 3:1 ჰოედტი (36), 4:1 ანდერსონი (38-პენ.), 4:1 დე ვრი (45), 6:1 ლულიჩი (65), 7:1 იმობილე (70), 7:2 კვალიარელა (72), 7:3 კვალიარელა (90-პენ.)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ჰოედტი, დე ვრი (63. პატრიჩი), ვოლასი - ანდერსონი, სავიჩი (64. მურჯა), ბილია (68. ლომბარდი), ლულიჩი, ლუკაკუ - კეიტა, იმობილე
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - ბერეჟინსკი (68. სალა), სილვესტრი, შკრინიარი, დოდო (46. პავლოვიჩი) - ბარეტო, ლინეტი, ტორეირა - ჯურიჩიჩი - კვალიარელა, შჩიკი (20. რეჯინი)
გაძევება: შკრინიარი (18. სამპდორია)
მაყურებელი: 35 000

პესკარა-კროტონე 0:1
გოლი: 0:1 ტონევი (71)
პესკარა (4-3-3): ფიორილო - ძამპანო, ბოვო, ფორნაზიერი, ბირაგი (82. ჩერი) - ვერე, ბრუგმანი, მემუშა (66. კულიბალი) - კაპრარი, ბენალი, ბაჰებეკი (66. მურიჩი)
კროტონე (4-4-2) კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი (51. აკოსტი), ბარბერისი, კაპეცი, ნალინი (75. სამპირიზი) - ტროტა, ნვანკვო (63. ტონევი)
გაძევება: ბენალი (76. პესკარა)
მაყურებელი: 10 000

სასუოლო-ფიორენტინა 2:2
გოლები: 0:1 კიეზა (37), 1:1 პოლიტანო (74-პენ), 2:1 იემელო (85), 2:2 ბერნარდესკი (90)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - აჯაპონგი, კანავარო, აჩერბი, პელუზო - აკვილანი (79. რიჩი), სენსი, დუნკანი - ბერარდი, რაგუზა (46. პოლიტანო), მატრი (71. იემელო)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, სანჩესი - კიეზა (62. ტელიო), ვესინო, ბადელი (16. ბერნარდესკი), ოლივერა - კრისტოფორო (77. კრისტოფორო), ბორხა ვალერო - კალინიჩი
მაყურებელი: 14 000

მილანი-რომა 1:4
გოლები: 0:1 ჯეკო (8), 0:2 ჯეკო (28), 1:2 პასალიჩი (76), 1:3 ელ შაარავი (78), 1:4 დე როსი (87-პენ.)
მილანი (4-3-3): დონარუმა - დე შილიო, პალეტა, საპატა, ვანიონი (69. ოკამპოსი) - ფერნანდესი (46. ბერტოლაჩი), სოსა (88. გომესი), პასალიჩი - სუსო, დეულოფეო, ლაპადულა
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ემერსონი, მანოლასი, ფაციო, ჟუანი - პარედესი, დე როსი - სალაჰი, ნაინგოლანი (72. გრენიე), პეროტი (60. ელ შაარავი) - ჯეკო (84. პერესი)
გაძევება: პალეტა (86. მილანი)
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 27 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 25 - ედინ ჯეკო (რომა); 24 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 22 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
13 მაისი:
ფიორენტინა-ლაციო, ატალანტა-მილანი;

14 მაისი:
ინტერი-სასუოლო, სამპდორია-კიევო, კალიარი-ემპოლი, პალერმო-ჯენოა, ტორინო-ნაპოლი, ბოლონია-პესკარა, კროტონე-უდინეზე, რომა-იუვენტუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომა მოერეზე უნდა გავიდეს მე ასე მინდა შემდეგ სეზონი კი პირველზე დრო მოვიდა
0
ბომბრადირები ჩასასწორებელია, ჯეკო 27, ბელოტი 25 უნდა იყოს. მე კი ძალიან მინდა ბელოტის ბომბარდირობა მაგრამ ჯეკომ ვერ მომართვა. . . .
ital
15:57 08-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული