თავად ტოტი დიდხანს დუმდა, შემდეგ კი კითხვაზე, არის თუ არა ეს მისთვის ბოლო სეზონი კარიერაში, უპასუხა, რომ ჯერ არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. 40 წლის ლეგენდარული ფეხბურთელის პასუხმა დიდი რეზონანსი გამოიწვია - "რომას" მესვეურები და კერძოდ, მონჩი მკაცრად გააკრიტიკეს და მას ტოტისადმი უპატივცემულობაში
და მაინც, რას აპირებს ტოტი? არის თუ არა ეს მისი ბოლო სეზონი კარიერაში? - ამ თემაზე "გაძეტა დელო სპორტი" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ტოტი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს და საფეხბურთო კლუბ "მაიამიში" ითამაშებს, რომელიც არა MLS-ში, არამედ NASL-ში ასპარეზობს. საგულისხმოა, რომ "მაიამის" დამფუძნებელი იტალიელ ბიზნესმენ რიკარდო სილვასთან ერთად, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინია - გუნდს მწვრთნელიც იტალიელი ჰყავს - ასევე ყველასათვის კარგად ცნობილი ალესანდრო ნესტა.
ამასობაში, რომში ფრანჩესკო ტოტის გასაცილებლად ემზადებიან - სერია A-ს ბოლო ტურში, "ჯალოროსი" "ჯენოას" უმასპინძლებს და როგორც ჩანს, ეს "იმპერატორის" ბოლო მატჩია მშობლიური გუნდის შემადგენლობაში.
ამ მატჩზე დასასწრები ბილეთები ერთ დღეში სრულად გაიყიდა და "სტადიო ოლიმპიკოზე" სრული ანშლაგი იქნება. საინტერესოა, რომ "ჯენოასთან" მატჩის ბილეთები უკვე სრულად იყო გაყიდული, როდესაც "რომა"-"იუვენტუსის" თამაშზე სტადიონი პირთამდე არ შევსებულა. რომში დიდი სამზადისია, ტოტი "რომას" ემშვიდობება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"