"მილანი" ბელოტიში 60 მილიონ ევროს და ორ ფეხბურთელს გამოდის

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "მილანის" ახალი მესვეურები აქტიურობას აპირებენ - ლომბარდიულმა გრანდმა უკვე გაიფორმა მატეო მუსაჩო და მის სანაცვლოდ, "ვილიარეალს" 22 მილიონ ევროს გადაუხდის. წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული ფრანკ კესიესთან, რომელიც "როსონერიში" "ატალანტადან" 28 მილიონ ევროდ გადაბარგდება. ანუ "მილანმა" უკვე გადადო 50 მილიონი ევრო, რომელიც ამ ფეხბურთელებზე დაიხარჯება.

სულ ახალი ინფორმაციით, "მილანის" ახალმა ბოსებმა მოლაპარაკება წამოიწყეს "ტორინოსთან", მიზანი კი ანდრეა ბელოტის გადაბირებაა. 23 წლის თავდამსხმელის საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა, თუმცა ლომბარდიელები იმედოვნებენ, რომ ტურინელები გოლეადორს უფრო იაფად შეელევიან...

მილანელებს
კონკრეტული წინადადება აქვთ და მზად არიან, ბელოტის სანაცვლოდ "ტორინოს" 60 მილიონი ევრო გადაუხადონ - პლუს ტურინში მბაიე ნიანგი და ანდრეა პოლი გაუშვან. ჯერჯერობით, ტურინელთა პოზიცია უცნობია, მედიას კი "მილანის" სპორტული დირექტორი მასიმო მირაბელი ესაუბრა:

"გუნდს გაძლიერება სჭირდება და ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ. დასამალი არაფერია - ანდრეა ბელოტის გადმობირება გვსურს და პროცესი უკვე დაძრულია. შევხვდი "ტორინოს" დირექტორ ჯანლუკა პეტრაჩის და ტრანსფერის საკითხები განვიხილეთ - მან უკვე იცის ჩვენი შეთავაზება, დანარჩენს კი მოლაპარაკების პროცესი გამოაჩენს. ბელოტი "მილანის" გულშემატკივარია და იმედია, ეს საქმეს გაამარტივებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამდენი კი ღირს ეს კაცი?
0
რა გააკეთა ამ კაცმა 100 მილიონის ჯერ? არაფერი.
gode
11:33 19-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული