სერია A-ს სატურნირო ცხრილში "ჯალოროსი" მეორე ადგილზეა, რაც უარყოფით შედეგად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მწვრთნელს კლუბის მესვეურებთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და მისი წასვლის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. ბოლო ტურში "რომა" "ჯენოას" უმასპინძლებს და როგორც ჩანს, ამ თამაშში არა მარტო ფრანჩესკო ტოტის, "რომას" გულშემატკივრები ლუჩანო სპალეტისაც დაემშვიდობებიან.
იტალიური სპორტული მედიის მტკიცებით, ლუჩანო სპალეტი "ინტერში" გააგრძელებს მუშაობას, სა
"სეზონი ჩავარდა და ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გვჭირდება, ასეთები კი უკვე მუშაობენ - კონტე "ჩელსიშია", პოჩეტინო "ტოტენჰემში", სიმეონე "ატლეტიკოში", თუმცა არის კიდევ ვარიანტები და მათ შორის, ჩვენთან, იტალიაში. ლუჩანო სპალეტი? - ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს".
აშკარაა, რომ "ინტერის" მესვეურები ლუჩანო სპალეტისთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჩვენ დავუბრუნდეთ "რომას", რომელიც სეზონის ბოლო მატჩისთვის ემზადება და სეზონს ვინ ჩივის, ფრანჩესკო ტოტი აპირებს უკანასკნელად "ჯალოროსის" მაისურის მორგებას - "სტადიო ოლიმპიკოზე" სრული ანშლაგი იქნება, რადგან "ჯენოასთან" მატჩზე დასასწრები ბილეთები სარეკორდოდ მცირე დროში გაიყიდა - საგულისხმოა, რომ თვითონ ტოტი ჯერ არაფერს ამბობს და მას არ დაუდასტურებია, რომ ბოლო შეხვედრას ატარებს "რომას" შემადგენლობაში.
ამასობაში, ტოტის თვით "ლაციოს" ულტრასებმა მიაგეს პატივი და ეს დაუჯერებელი ამბავი სერია A-ს გასულ ტურში მოხდა, როდესაც "ბოანკოჩელესტე" "ინტერს" მასპინძლობდა - ქომაგებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც შემდეგი ტექსტი იყო დატანილი: "მტრებიც კი მიესალმებიან ფრანჩესკო ტოტის" - შესაძლოა, "ლაციოს" ულტრასებმა განსაკუთრებულად თბილი სიტყვები ვერ გაიმატეს, მაგრამ ამ გუნდების გულშემატკივართა ურთიერთდამოკიდებულებას და მტრულ განწყობას თუ გავითვალისწინებთ, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და ერთი მხრივ, ერთობ გასაკვირი ამბავია, მეორე მხრივ, ფრანჩესკო ტოტის სიდიადეზე მეტყველებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"