სერია A. ბოლო ტური: "იმპერატორის" ბოლო გაელვება [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის და შესაძლოა, ჩემპიონატის მთავარი მოვლენა ფრანჩესკო ტოტის "რომადან" წასვლაა - "იმპერატორმა" ბოლოჯერ მოირგო "ჯალოროსის" მაისურა.

ეს ამბავი "ჯენოასთან" შეხვედრაში მოხდა. "რომას" მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რათა მეორე ადგილი შეენარჩუნებინა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის გარეშე, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე გასულიყო - ეს ინტრიგა, თითქოს, ტვირთად აწვებოდა ტოტის გამოსათხოვარ მატჩს და საბოლოოდ, მეტად დაძაბული და დრამატული შეხვედრა ვიხილეთ...

მატჩი სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც 16 წლის ფორვარდი პიეტრო პელეგრი მცველებს დაუსხლტა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გახსნა ანგარიში. "რომამ" მალევე გაათანაბრა - მორიგი
გოლი ედინ ჯეკომ მიითვალა აქტივში, რომელიც 29 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მეორე ნახევარი 9 წუთის დაწყებული იყო, როდესაც თამაშში ფრანჩესკო ტოტი ჩაერთო და რა თქმა უნდა, მას მთელი სტადიონი ფეხზე დაუდგა - რომის ოლიმპიური არენა პირთამდე იყო შევსებული და ბუნებრივია, რომ ამის უმთავრესი მიზეზი სწორედ ტოტისთან დამშვიდობება გახლდათ...

და მაინც, ამ სატურნირო ინტრიგამ ბოლომდე გასტანა - დანიელე დე როსიმ წინ გაიყვანა "რომა" და თითქოს, გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი, მაგრამ სტუმრებმა გაათანაბრეს ანგარიში - თავური დარტყმით დარკო ლაზოვიჩი გამოირჩა; მსაჯის საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე დიეგო პეროტიმ მესამე გოლი შეაგდო და "რომას" ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოუტანა...

ლუჩანო სპალეტიმ "რომა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და დიდი ალბათობით, დატოვებს გუნდს - თუმცა, რა დროს სპალეტია, როდესაც "რომას" თვით ფრანჩესკო ტოტი დაემშვიდობა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამასობაში, ლევან მჭედლიძე და მისი "ემპოლი" დაემშვიდობნენ სერია A-ს, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი ფორვარდი უფრო ძლიერ გუნდში გააგრძელებს კარიერას...

"იუვენტუსმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა - ტურინული გრანდი "ბოლონიას" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით სძლია მეტოქეს - 2:1. მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ათამაშა, რომლებსაც მცირე სათამაშო დრო ეძლევათ. დაცვაში შტეფან ლიხტშტაინერი, მეჰდი ბენატია და კვადვო ასამოა ვიხილეთ, ნახევარდაცვაში - დავიდე სტურარო, კარში კი სულაც დებიუტანტი, 20 წლის ემილ აუდერო იდგა...

"იუვენტუსმა" დიდი უპირატესობით წარმართა შეხვედრა, თუმცა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა - გამარჯვების გოლი მოიზე კინმა გაიტანა, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა... თინეიჯერი 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თავური დარტყმით იხეირა. იქამდე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს - ტურინელთაგან პაულო დიბალა გამოირჩა, ხოლო მასპინძელთაგან საფირ ტაიდერმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

"იუვემ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა და როგორც მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, წინ კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი მატჩია: "მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მოტივაცია აღარ გვქონდა, ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და სამი ქულა მოიპოვეს. მთელი ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ვამაყობ ჩემი შეგირდებით. წინ კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი მატჩია - მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ უნდა გადავიტანოთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო ტური
ატალანტა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 გომესი (52)
ატალანტა (3-4-3): გოლინი - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კრისტანტე, ფრეულერი, რაიმონდი (50. სპინაცოლა) - გომესი (71. კესიე), პეტანია, კურტიჩი (86. მილიაჩო)
კიევო (4-4-1-1): სეკულინი - კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი - დეპაოლი, ისკო, დე გუზმანი (62. ვინატო), ბასტიენი - ბირსა (71. კინი) - ინლგეზე (46. პელისიერი)
მაყურებელი: 24 000

ბოლონია-იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 ტაიდერი (52), 1:1 დიბალა (70), 1:2 კინი (90)
ბოლონია (4-3-3): და კოშტა - კრაფტი (75. პეტკოვიჩი), გასტალდელო, ტოროსიდისი, მბაიე - ტაიდერი, პულგარი (85. ნაგი), ვივიანი - ოკვონკვო, კრეიჩი (68. მაზინა), დესტრო
იუვენტუსი (4-2-3-1): აუდერო - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბენატია, ასამოა - ხედირა (59. მანჯუკიჩი), მარკიზიო (56. პიანიჩი) - კუადრადო, დიბალა (79. კინი), სტურარო - იგუაინი
მაყურებელი: 25 000

კალიარი-მილანი 2:1
გოლები: 1:0 პედრო (17), 1:1 ლაპადულა (72-პენ.), 2:1 პიზაკანე (90)
კალიარი (4-3-1-2): კროსტა - პადოინი, პიზაკანე, იონიცა, მურუ (34. მიანგუე) - პანაიოტისი, დეიოლა (80. ბიანკუ), ფარაგო - პედრო - ფარიასი, ბორიელო (69. ჰანი)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, პალეტა, გომესი, ვანიონი (46. ლაპადულა) - კუცკა, ლოკატელი, ფერნანდესი - ჰონდა, სუსო (30. ოკამპოსი), ბაკა (77. საპატა)
გაძევება: პალეტა (75. მილანი)
მაყურებელი: 14 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომა-ჯენოა 3:2
გოლები: 0:1 პელეგრინი (3), 1:1 ჯეკო (10), 2:1 დე როსი (74), 2:2 ლაზოვიჩი (79), 3:2 პეროტი (90)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - რუდიგერი, მანოლასი, ფაციო, ემერსონი (18. მარიო რუი) - სტროტმანი, დე როსი - ელ შაარავი (69. პეროტი), ნაინგოლანი, სალაჰი (54. ტოტი) - ჯეკო
ჯენოა (3-4-1-2): ლამანა - ბირასკი, მუნიოსი, ჯენტილეტი - ლაზოვიჩი, ჰილემარკი (56. კატალდი), კოფიე, ლაქსალტი - ველოზო - პელეგრი (69. ნიჩამი), პალადინო (50. ნინკოვიჩი)
მაყურებელი: 70 000

სამპდორია-ნაპოლი 2:4
გოლები: 0:1 მერტენსი (36), 0:2 ინსინიე (42), 0:3 ჰამშიკი (49), 1:3 კვალიარელა (50), 1:4 კალეხონი (65), 2:4 ალვარესი (90)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - ბერეჟინსკი, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო (77. ალვარესი), ლინეტი, ტორეირა (66. პალომბო) - ფერნანდესი (53. პრაეტი) - კვალიარელა, შჩიკი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, კირიკეში, გულამი - ზელინსკი (67. როგი), ჟორჟინიო (71. დიავარა), ჰამშიკი (84. ჯაკერინი) - ინსინიე, კალეხონი, მერტენსი
მაყურებელი: 22 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კროტონე-ლაციო 3:1
გოლები: 1:0 ნალინი (14), 2:0 ფალჩინელი (22), 2:1 იმობილე (26-პენ.), 3:1 ნალინი (60)
კროტონე (4-4-2) კორდაცი - სამპირიზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი, ბარბერისი (90. კოტნიკი), კრიზეტიგი, ნალინი (88. მესბა) - ტონევი, ფალჩინელი (90. ბორელო)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ბასტოსი, ვოლასი (79. სპიციკინო), რადუ - ბასტა, მურჯა, ბილია (69. კრეკო), სავიჩი, პატრიჩი - ანდერსონი (69. როსი), იმმობილე
გაძევება: ბასტოსი (42. ლაციო)
მაყურებელი: 10 000

ფიორენტინა-პესკარა 2:2
გოლები: 0:1 კაპრარი (14), 0:2 ბაჯებეკი (65), 1:2 საპონარა (66), 2:2 ვესინო (85)
ფიორენტინა (4-2-3-1): დრაგოვსკი - ტომოვიჩი, ასტორი, გონსალო (60. ბორხა ვალერო), სალსედო - ვესინო, კრისტოფორო (68. ტელიო) - კიეზა, საპონარა, ბერნარდესკი (56. ჰაჯი) - ბაბაქარი
პესკარა (4-3-3): ფიორილო - ძამპანო, კამპანიარო, ფორნაზიერი, ბირაგი - ვერე, ბრუგმანი, მემუშა - მურიჩი (72. მიტრიტა), კაპრარი, ბაჰებეკი (87. კულიბალი)
გაძევება: კიეზა (38. ფიორენტინა)
მაყურებელი: 25 000

ინტერი-უდინეზე 5:2
გოლები: 1:0 ედერი (5), 2:0 პერიშიჩი (18), 3:0 ბროზოვიჩი (36), 4:0 ედერი (54), 4:1 ბალიჩი (76), 5:1 ანჯელა (78-საკ. კარში), 5:2 საპატა (90)
ინტერი (4-2-3-1): კარიცო - დამბროზიო, მედელი (46. ნაგატომო), ანდრეოლი, სანტონი (71. საინსბური) - გალიარდინი, კონდოგბია -, კანდრევა, ბროზოვიჩი, პერიშიჩი (56. პალასიო) - ედერი
უდინეზე (4-4-2): სკუფეტი - სილვა, ერტო (29. მატოსი), ანჯელა, ფელიპე - ვიდმერი, ბალიჩი, ალფრედსონი (60. ევანჯელისტა), იანკტი (46. ბადუ) - ტერო, საპატა
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პალერმო-ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 ნესტეროვსკი (76), 2:0 ენრიკე (84), 2:1 კრუნიჩი (87)
პალერმო (3-5-1-1): ფულინატი - ციონეკი, გონსალესი, გოლდანიგა - რისპოლი, რუჯიერო (60. ენრიკე), მატო (74. ბალოგი), ჩოჩევი, ალესაამი - დიამანტე (82. ლო ფასო) - ნესტეროვსკი
ემპოლი (4-3-1-2): პელაგოტი - ლაურინი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე - ზაიჩი (60. პუჩარელი) - ტიამი, მაკარონე (58. მარილუნგო)
მაყურებელი: 10 000

ტორინო-სასუოლო 5:3
გოლები: 1:0 ბოიე (6), 1:1 დეფრელი (14), 2:1 ბაზელი (22), 2:2 დეფრელი (40), 3:2 დე სილვესტრი (45), 4:2 იაგო (57), 5:2 ბელოტი (79), 5:3 დეფრელი (81-პენ.)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - დე სილვესტრი, როსეტინი, მორეტი, ბარეკა - ასკუა (46. გუსტაფსონი), ვალდიფიორი, ბაზელი (66. ობი) - იაგო, ბოიე (75. იტურბე), ბელოტი
სასუოლო (4-3-3): პეგოლო - გაცოლა (71. ლიროლა), კანავარო, აჩერბი, პელუზო - მანიანელი, სენსი, ბიონდინი (66. პელეგრინი) - ბერარდი, პოლიტანო (77. ლემელო), დეფრელი
მაყურებელი: 21 000

ბომბარდირები: 29 - ედინ ჯეკო (რომა); 28 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 26 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 24 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 23 - ჩირო იმობილე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
No Totti, No Party !
dato
17:25 29-05-2017
0
რომის უკანასკნელი იმპერატორი სტოვებს რომს.
სოსო
15:35 29-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული