"ბებერი ქალბატონის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დე შილიო, რომელიც ტურინში გუშინ ჩავიდა, დღეს, სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
არაოფიციალური ინფორმაციით, "იუვენტუსს" ტრანსფერი მხოლოდ 12 მილიონი დაუჯდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელსა და "მილანს" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და "როსონერის", თუ ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ სურს, ის მალე უნდა გაყიდოს.
მატია დე შილიო, რომელსაც თამაში დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია, "მილანის" სკოლის აღზრდილია. "როსონერის" პირველ გუნდში, 2011 წლის შემდეგ,
მიმდინარე ზაფხულში, ეს "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის განხორციელებული პირველი ტრანსფერი არაა. რამდენიმე დღის წინ, ტურინიდან მილანში ლეონარდო ბონუჩი გადაბარგდა
- ახალი სუპერმილანის დაბადება - დიდი ტრანსფერის ამბავი