23 წლის შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ "იუვენტუსი" "ფიორენტინას" 40 მილიონ ევროს გადაუხდის (მომავალში კი ბონუსები დაემატება). თუკი "იუვენტუსი" მომავალში გაყიდის ფეხბურთელს, "იები" ტრანსფერის 10%-ს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი მეორე მაღალი კლასის გარემარბია, რომელიც "იუვემ" დაიმატა - მანამდე "ბაიერნიდან" იჯარით დუგლას კოშტა დაიმატა.
გასული სეზონი ბერნარდესკისთვის წარმატებული გამოდგა - ის "ფიორენტინას" ლიდერად იქცა და ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია.
ტურინში ბერნარდესკის უამრავი გულშემატკივარი დახვდა - იტალიურ სპორტულ პრესაში წერენ,
შეგახსენებთ, რომ იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის (ის უკვე 23 წლის გახდა და ახალგაზრდულში თამაშის უფლება აღარ აქვს) შეძენა ლონდონის "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდათ, თუმცა "იუვენტუსმა" კონკურენტებს აჯობა.
ბერნარდესკი ტოსკანელია და "ფიორენტინას" აღზრდილია და აქამდე მხოლოდ ამ კლუბში უთამაშია, თუ არ ჩავთვლით "კროტონეში" იჯარით გატარებულ სეზონს. მან უკვე 9-ჯერ მოირგო "სკუადრა აძურას" მაისურა და 1 გოლი გაიტანა.
ბერნარდესკიმ 72-ჯერ მოირგო "ფიორენტინას" მაისურა. გუნდის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ თქვა: "ბერნარდესკის მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე ტელეფონზე და მივხვდი, რომ არაფრის შეცვლა არ შემეძლო. ის უკვე წარსულია, გუნდმა მომავალზე უნდა იფიქროს".
შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინადან" "იუვენტუსამდე" გზა 27 წლის წინათ, რობერტო ბაჯომ გაიარა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"