ანტონიო კასანოს ფეხბურთში პიცის სანაცვლოდ დაბრუნებას სთავაზობენ

AutoSharing Option
სამოყვარულო იტალიურ გუნდს, "ლეგინოს" იმედი აქვს, რომ ანტონიო კასანოს ცვალებადი ხასიათით ისარგებლებს და 35 წლის ფეხბურთელს მოედანზე დააბრუნებს.

ვეტერანი თავდამსხმელი, რომელიც გასული წლის მაისის შემდეგ უთამაშებელია, ფეხბურთს მიმდინარე წლის 10 ივლისს დაუბრუნდა. მან კონტრატქი "ვერონასთან" გააფორმა. 18 ივლისს, კასანომ ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა, იმავე დღეს გადაიფიქრა, 24 ივლისს კი, ბუცები ლურსმანზე კიდევ ერთხელ ჩამოკიდა.

- ანტონიო კასანო: ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი!

კასანოს ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება უნდა. იტალიელის სურვილია, გენუაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად იცხოვროს.

გენუასთან ახლოს, სავონაში,
თამაშობს სამოყვარულო გუნდი "ლეგინო", რომელიც ანტონიო კასანოს ფეხბურთში დაბრუნებას უცნაური შეთავაზებით გეგმავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფაბიო ტობია კასანოს შეუზღუდავი რაოდენობის ფარინატაზე ეპატიჟება. ფარინატა პიცის მსგავსი გენუური საკვებია.

"რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ და ასეთი კალიბრის ფეხბურთელის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგვიძლია. თუმცა, ანტონიო კასანოს გარანტირებული ექნება ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ქალაქის სიყვარული. გარდა ამისა, მას შეუძლია ჩვენი თეთრი ფარინატა მიირთვას, რამდენიც გაუხარდება.

კასანოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს ვადევნებთ და გვესმის, რომ მას ნოსტალგია აწუხებს. სწორედ ამიტომ ვეპატიჟებით მას სავონაში. ჩვენი ქალაქი კი ჯენოადან ახლოსაა. ასე რომ, კასანოს შეუძლია ჩვენთან ითამაშოს და როცა ნოსტალგია შეაწუხებს, სახლში წავიდეს." - ციტირებს ფაბიო ტობიას სიტყვებს Corriere dello Sport-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული