ულამაზესი ილარი

AutoSharing Option
ილარი ბლაზი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 28 აპრილი
დაბადების ადგილი: რომი, იტალია
სიმაღლე: 172 სმ.
პარამეტრები: 90-60-90
წონა: 55 კგ.
თვალის ფერი: ცისფერი
თმის ფერი: მუქი ქერა
არის: საფეხბურთო კლუბ “რომას” ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის მეუღლე.
1987 წლიდან დღემდე მონაწილეობა ხუთ ფილმში აქვს მიღებული. 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს გასართობ-სატელევიზიო გადაცემებში. 2007 წლიდან დღემდე მიჰყავს სატირულ-საგამოძიებო გადაცემა “ლე ლენე”.

ულამაზესი ილარი
ბლაზების ოჯახში სამი ქალიშვილი - სილვია, ილარი და მელორი აღიზარდნენ. ილარი ტელეეკრანზე პირველად სამი წლისა გამოჩნდა, ხოლო ხუთი წლისამ ფილმში ეპიზოდური
როლი შეასრულა. საკომუნიკაციო მეცნიერებათა ფაკულტეტ დამთავრებული ილარი მსახიობისა და ჟურნალისტის პროფესიას შესანიშნავად უთავსებს ფოტომოდელობასაც. ილარი ბლაზი მაღალ ანაზღაურებად მოდელად ითვლება. ახლახან კი მამაკაცის სუნამოს მწარმოებელი ფირმისთვის შიშველი ფოტოების გადაღებაში 700 ათასი ევრო მიიღო.

უკანასკნელი გლადიატორი
“რომას” თავდამსხმელ ფრანჩესკო ტოტისა და ილარის შორის შეყვარებულობის პერიოდი კარგა ხანს გაგრძელდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ფრანჩესკომ ილარის ცოლობა არ სთხოვა. ფრანჩესკო იხსენებს: “ჩემთან სახლში ვიყავით, როდესაც ვკითხე, გინდა გათხოვება? არც კი დაფიქრებულა ისე მიპასუხა - დიახ”. მათი ქორწინება 2005 წელს 19 ივლისს იტალიური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა. 2005 წლის 6 ნოემბერს კრისტიანი, ხოლო 2007 წლის 13 მაისს ჩანელი შეეძინათ.

ცოლ-ქმარი საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ სარეკლამო შემოთავაზებებში. 2007 წელს ფრანჩესკო და ილარი მობილური ტელეფონების მწარმოებელი ფირმის “ვოდაფონის” სახეები გახდნენ და სარეკლამო რგოლებში ერთობლივად მონაწილეობენ.

იუბილარი ილარი
2011 წლის 28 აპრილს ილარი 30 წლის გახდა. სადღესასწაულო ზეიმს თითქმს 150 მიწვეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის რომას ფეხბურთელები - როსი, დონი მეუღლითურთ, სიმონე პეროტა, როდრიგო ტადეი. მდიდრულ წვეულებას ცოცხალი მუსიკა და “burlesque”-ს მოცეკვავეები ალამაზებდნენ. საღამოს მასპინძლები 34 წლის ფრანჩესკო და 30 წლის ილარი გლამურულ სამოსში გამოწყობილნი ბედნიერად გრძნობდნენ თავს.

ერთადერთი ხარ
“Sei L’unica” - ეს სიტყვები ფრანჩესკო ტოტიმ თავის მეუღლეს ათასობით გულშემატკივრის თვალწინ უთხრა. 13 მარტს დედაქალაქური დერბისას “ლაციოს" კარში ორი ბურთის გატანით გამოწვეული სიხარულის გამოხატვისას გლადიატორმა მაისური თავზე ჩამოიცვა, რომლის შიდა მაისურზე ეწერა “ერთადერთი ხარ”, იმ მომენტში ყველამ ჩათვალა, რომ სიტყვები არა ილარის, არამედ “რომას” ეძღვნებოდა.

ფრანჩესკოს მხრიდან მეუღლის საპატივცემულოდ გაკეთებული ეს პირველი ჟესტი არაა. როდესაც ილარი ფეხმძიმედ იყო, ერთ-ერთ შეხვედრაში გოლის გატანით გახარებულმა ტოტიმ ბურთი მუცლის ქვეშ მოითავსა და საჩვენებელი თითი პირში ჩაიდო.

ყვითელი პრესა
ფრანჩესკოსა და ილარის შეხმატკბილებული ოჯახური გარემო ჟურნალისტთა გარკვეულმა ნაწილმა ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ოჯახსაც კი შეადარა, რაზეც ფრანჩესკომ განაცხადა, რომ "ჩვენ სხვებს არ ვგავართ". ჟურნალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ შესაშური გარეგნობის მქონდე ფოტომოდელმა ლამაზი ქალის სტერეოტიპი დაანგრია და ფეხბურთელთან მოსიყვარულე ოჯახი შექმნა. ილარის გარეგნობით ულამაზეს იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის ადარებენ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ილარის ცხვირი ბერძენ მსახიობებს მოგაგონებთ, ხოლო გამომწვევი პროფილით, ჩამოქნილი სხეულით, უთეთრესი კბილებითა და ისეთი ცისფერი თავებით, როგორიც ხმელთაშუა ზღვაა - გულგრილს ვერავის დატოვებს. ყვითელი პრესის ფურცლებზე იმასაც ამოიკითხვათ, რომ ილარი მესამე ბავშვს ელოდება.

ილარი ბლაზი: “როგორც ამინდის პროგნოზი, ისე იცვლება ჭორები ჩვენი ოჯახის ირგვლივ. ერთ დღეს თუ ფეხმძიმედ ვარ, მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ სხვა კაცი შემიყვარდა, ან სულაც ოჯახში კრიზისული მდგომარეობა გვაქვს.”

რას ფიქრობ ჩემზე?
ფრანჩესკო: "ილარი ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა, ტანსაცმელს ცუდად რეცხავს და აუთოეს. ბავშების აღზრდის პასუხისმგებლობას ერთად ვინაწილებთ. ჩანელს ხშირად მე ვაცმევ ხოლმე. მიმაჩნია, რომ ილარის მიმართ ზომიერად ეჭვიანი ვარ."

ილარი: "ჩვენი დილა რვა საათზე იწყება. ფრანჩესკო ხშირად ხვრინავს, თუმცა ეს პრობლემა არაა. რატომ შემიყვარდა ფრანჩესკო? მიჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა. მას კარგი ხასიათი აქვს და რბილი ადამიანია. ბავშვობაში ჩემი ოჯახის წევრების მსგავსად მეც “ლაციოს” ვგულშემატკივრობდი. ფეხბურთი არ მესმის, თუმცა ქმარს ყოველთვის გვერდით ვუდგავარ."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული