რომში ოლიჩზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ივიცა ოლიჩი "ბაიერნში" სათადარიგოთა სკამს ხეხავს და მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება - ამ ორი მიზეზის გამო, ზაფხულში ხორვატი თავდამსხმელის რეკორდმაისტერიდან აბარგება ძალიან რეალურია.

32 წლის თავდამსხმელის გადაბირება "ვოლფსბურგს" სურს და ახლა ირკვევა, რომ ფელიქს მაგათის გუნდს სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა.

"შპორტ ბილდის" ინფორმაციით, ივიცას გადაბირება რომაულ კლუბებს, "რომას" და "ლაციოს" უნდათ - განსაკუთრებით "ლაციალე" აქტიურობს.

ხსენებული გამოცემა წერს, რომ "ლაციო" ოლიჩს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 2 მილიონ ევროს სთავაზობს. იტალიელებს ოლიჩის ხელში ჩაგდება ახლაც უნდათ, მაგრამ "ბაიერნის" შეფებმა გარკვევით
თქვეს, რომ ხორვატ ფორვარდს მინიმუმ ზაფხულამდე არაფრისდიდებით არ შეელევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული