ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ზაფხულიდან დე როსის ხელფასი წელიწადში 5.5 მილიონი ევრო იქნება. ჩვენი იტალიელი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ დე როსის ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდებოდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დანიელეს "რომადან" აბარგება გარკვეული თანხის სანაცვლოდ მაინც შეეძლებოდა, მაგრამ ოფიციალურად
გუშინ, 28 წლის ნახევარმცველმა, რომელიც "რომას" აღზრდილია და "ჯალოროსის" ფანებს ფრანჩესკო ტოტის შემდეგ ყველაზე მეტად უყვართ, აღიარა, რომ ბოლო დროს სხვა კლუბებთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც "რომას" სასარგებლოდ მიიღო.
"გულისთქმას მივენდე და "რომაში" დარჩენა გადავწყვიტე. ბოლოს ტვინმაც "რომასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება მიკარნახა. ვიგრძენი, რომ აქ ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. იმისათვის, რომ ჩემი ფეხბურთი ვითამაშო, სწორედ "რომა" მჭირდება," - განაცხადა დე როსიმ პრესკონფერენციაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"