8 თებერვალს ღამით იტალიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ სერია A-ს გათამაშების ლიდერები წარსდგნენ.
ნახევარფინალის პირველ მატჩში "მილანმა" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ტურინელების გამარჯვება ურუგვაელმა მცველმა მარტინ კასერესმა განაპირობა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 53-ე წუთზე წინ სტუმრები გაიჭრნენ, მასპინძელთაგან გათანაბრებმა 62-ე წუთზე სტეფან ელ-შაარავიმ შეძლო, თუმცა ურუგვაელმა შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 7 წუთით ადრე კვლავ გაიტანა და "ბებერ ქალბატონს" ფინალში გასვლის ამოცანა მნიშვნელოვნად გაუიოლა.
იტალიის თასის ნახავარფინალის საპასუხო შეხვედრა ტურინში 21 თებერვალს გაიმართება.
11:01 09-02-2012
"იუვენტუსმა" "მილანი" მარტინ კასერესის დუბლით დაამარცხა [+VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული