"ჯენოას" ფანებმა კლუბის პრეზიდენტის სიტყვებზე იცინეს

AutoSharing Option
გენუის "ჯენოას" ულტრასების გაერთიანებამ კლუბის პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის ბოლო გამონათქვამების შესახებ განცხადება გააკეთა.

პრეციოზიმ აღნიშნა, რომ "გრიფონების" გულშემატკივრები "სიენასთან" შეხვედრის შეწყვეტის მცდელობის გამო ციხეში უნდა ისხდნენ. კახა კალაძის კლუბის პრეზიდენტმა ფანები "სპორტული მორალის" დარღვევაშიც დაადანაშაულა.

"პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო! გვესმოდა, რომ სპორტულ მორალზე რაღაცას ამბობდით. ძალიან სამხიარულოა თქვენი მხრიდან ამის მოსმენა. ასე დიდი ხანია, არ გვიცინია. თუმცა შეგვიძლია სიცილი დავასრულოთ და უფრო სერიოზულ ამბებზე გადავიდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში "ჯენოას" განრისხებულმა ფანებმა გუნდის ფეხბურთელებს, მათ შორის, კახა კალაძეს,
მოედანზე მაისურების გახდა აიძულეს (იხილეთ ვიდეო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული