"მომავალ წელს პეპი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მილანურ კლუბს ჩაიბარებს, ოღონდ რომელს - "მილანს" თუ "ინტერს", ეს მე არ ვიცი.
პეპმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე მესტუმრება. ვკითხე: "როგორც ტურისტი, ისე მოხვალ, თუ როგორც ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი?" მან კი მიპასუხა: "ასეც და ისეც", - უთხრა მაცონემ Il Subsidiario-ს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გვარდიოლა ნიუ იორკში ცხოვრობს და სამწვრთნელო საქმისგან ისვენებს.