ვესლი სნეიდერის ტრავმა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის "ინტერის" ჰავბეკი ვესლი სნეიდერის ტრავმა, რომელიც მან "კიევოსთან" შეხვედრაში მიიღო, შესაძლოა უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ელოდნენ.

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა მეხუთე ტურის მატჩში მოედანზე სულ 20 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც კოჭლობა დაიწყო და ის ანტონიო კასანოთი შეცვალეს.

თავდაპირველად მილანელი ექიმები ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ მცირე დაჭიმულობა ჰქონდა მიღებული და უკვე შემდეგი ტურის მატჩისთვის მზად იქნებოდა. თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ფეხბურთელს კუნთი ჰქონდეს გაწყვეტილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული