ტურინის "იუვენტუსი" ანტონიო კონტეს უფლებამოსილებას გაუზრდის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ შესაძლოა მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომლის თანახმადაც კლუბში მისი უფლებამოსილება კლუბის დირექტორებისას გაუთანაბრდება.

უახლოეს ხანში ტურინელები კონტესთან კონტრაქტის 2018 წლამდე გაგრძელებას აპირებენ. ახალი ხელშეკრულებით 43 წლის სპეციალისტს იმხელა უფლებამოსილება ექნება, როგორსაც სერია A-ში არცერთი მწვრთნელი არ ფლობს.

კონტეს შეეძლება "ბიანკონერის" სატრანსფერო პოლიტიკა სრულად აწარმოოს, ასევე გარკვეული საკითხები დირექტორების თანაბრად გადაწყვიტოს.

ამ პრინციპით მუშაობს "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონი.

მომზადებულია La Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული