"სერია A მომწონს, იტალიაში ხშირად შეიძლება საფეხბურთო შოუების ნახვა.
"იუვენტუსი" კი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. სიმართლე გითხრათ, ისინი საკუთარი სათამაშო სტილით სასიამოვნოდ მაოცებენ.
ტურინელები სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან. გარდა ამისა, ანტონიო კონტეს გუნდს ჩემპიონთა ლიგაშიც შეუძლია ბევრის გაკვირვება", - განაცხადა პლატინიმ.
უეფას პრეზიდენტმა ასევე "ნაპოლის" პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"არ შემიძლია არ დავეთანხმო დე ლაურენტის რამდენიმე საკითხში. ჩვენ ხშირად ვხვდებით
მარადონა? ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ის "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გახდეს. ეს ძალიან საინტერესო სანახავი იქნებოდა", - აღნიშნა პლატინიმ.
მომზადებულია Corriere dello sport-ის მიხედვით