ჯუზეპე როსი იტალიას უმიზნებს

AutoSharing Option
"ვილიარეალის" 25 წლის თავდამსხმელი ჯუზეპე როსი ჯერ კიდევ ტრავმირებულია და მკურნალობის პროცესს გადის.

როგორც ექიმები იუწყებიან, როსი სარეაბილიტაციო პერიოდს თებერვლის ბოლოს დაასრულებს და მარტიდან თამაშსაც შეძლებს.

ჯუზეპეს დიდი ხანია, ესპანეთის დატოვება და იტალიაში გადაბარგება სურს - მიზანთან ახლოსაც იყო, როდესაც "იუვენტუსის" მესვეურებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

როსი იმედს არ კარგავს, რომ ამ ზამთარს მაინც შეძლებს რომელიმე იტალიურ გუნდში გადაბარგებას - ამის შესახებ კომენტარი მისმა პირადმა აგენტმა ფედერიკო პასტორელომ გააკეთა:

"როსის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და
ჩემი ინფორმაციით, მარტის პირველ რიცხვებში სრულ მზაყოფნაში იქნება. თავად ფეხბურთელს უკვე იანვარში იტალიაში სურს დაბრუნება და იმედია, ეს ასეც მოხდება.

მესმის, რომ ტრავმირებული ფეხბურთელის გადაბირებისგან ხშირად თავს იკავებენ, მაგრამ აქ ჯუზეპე როსიზე გვაქვს საუბარი, განსაკუთრებულად ნიჭიერ ფორვარდზე. კლუბის პრეზიდენტი რომ ვიყო, ჯუზეპეზე აუცილებლად ჩამოვიდოდი ფსონს - ვნახოთ, რა მოხდება ამ ზამთარს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული