"ჩვენ წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ექსპერიმენტი გამართლებული იყო და ასეც გავაგრძელებთ.
პირველად ვითამაშეთ 4-3-3 სქემით და ამიტომაც ყველაფერი არ გამოგვივიდა. სწორედ ასეთ თამაშებშია საჭირო სხვადასხვა ვარიანტის გამოცდა", - უთხრა პრანდელიმ "ფუტბალ იტალიას".
"უფრო მეტი ამხანაგური შეხვედრებისა და ვარჯიშის ჩატარების საშუალება რომ გვქონდეს, პირლოსა და ვერატის ერთად გამოცდაც არ გვაწყენდა, მაგრამ ახლა მთელი ყურადღება მსოფლიოს ჩემპიონატის
ბრწყინვალე წელიწადი გვქონდა და საქმე იმავე ენთუზიაზმით უნდა გავაგრძელოთ", -თქვა "სკუადრა აძურას" თავკაცმა.
იტალიის ნაკრები მუნდიალის შესარჩევის B ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს. პრანდელის შეგირდებს 12 შესაძლებლიდან 10 ქულა აქვთ.