სიმონე პეპე "ლაციოსთან" მატჩში დაბრუნდება

AutoSharing Option
გასულ სეზონში "იუვენტუსის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი სიმონე პეპე გახლდათ, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში მას არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

ეს ტრავმით არის განპირობებული, რომელიც 29 წლის გარემარბმა ივლისში, ერთ-ერთი საკონტროლო შეხვედრის დროს მიიღო.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიმონე პეპემ სარეაბილიტაციო პერიოდი სრულად გაიარა და მზადაა, მოედანს დაუბრუნდეს. თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, სიმონე "იუვეს" მომდევნო შეხვედრისთვის უკვე სამატჩო განაცხადში იქნება.

აქვე ვთქვათ, რომ შაბათს, სერია A-ს მორიგი ტურის ეგიდით, "ვეკია სენიორა" რომის "ლაციოს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული