"პესკარა" უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
XIII ტური საბედისწერო გამოდგა "პესკარას" მთავარი მწვრთნელისთვის, რომელმაც პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

44 წლის ჯოვანი სტროპამ "დელფინები" ზდენეკ ზემანისგან გადაიბარა და ერთობ ამბიციური მიზნებიც დაისახა, თუმცა რეალობა სხვაგვარი გამოდგა.

"პესკარამ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და მარტო იმიტომ არ იმყოფება გასავარდნ ზონაში, რომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო რამდენიმე გუნდს ქულები აქვს დაკლებული. გასულ ტურში "პესკარა" "სიენას" ესტუმრა და მარცხი იწვნია, რის შემდეგაც სტროპამ შემდეგი განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ, სულ სხვა მოლოდინები მქონდა და რეალობა სხვაგვარი გამოდგა. ძალიან გაგვიჭირდა სერია A-ს გუნდებთან
კონკურენციის გაწევა და სიმართლე გითხრათ, არც რეცეპტი ვიცი, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა.

ამიტომ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, პოსტის დატოვების შესახებ განცხადების დაწერას ვაპირებ, რომელსაც იმედია, დააკმაყოფილებენ".

"პესკარას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე დელი კარიმ დაადასტურა, რომ სტროპა გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება:

"სიენაში ყველაზე ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია და მის გათავისუფლებას არ ვაპირებდით, თუმცა მან თავად მიიღო გადაწყვეტილება.

ეს ვაჟკაცური ნაბიჯია, რომელიც უნდა დავაფასოთ. გაწეული სამუშაოსთვის სტროპას მადლობას ვუხდი და სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ. თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული