ლიდერთა სამეულის ფრეების ფონზე ფლორენციელთა გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი დაედო და შედეგად, "ვიოლა" სატურნირო ცხრილის სამეულში აღმოჩნდა.
ამასთან, ვინჩენცო მონტელას გუნდმა ლიდერთან სხვაობა ორი ქულით შეამცირა და ხუთ ქულამდე დაიყვანა. ეს ის დისტანციაა, რომლის აღმოფხვრაც სავსებით შესაძლებელია - თუ, რა თქმა უნდა, "ფიორენტინა" ასევე გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ფლორენციელებმა ბოლო რანდენიმე შეხვედრა სტევან იოვეტიჩის გარეშე ჩაატარეს, რაც გუნდის შედეგიანობაზე უარყოფითად არ ასახულა... აი,. რას ფიქრობს ამ ყველაფერზე "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა:
"დავამტკიცეთ, რომ
ყველაფერი იმაზე უფრო კარგად მიდის, ვიდრე წარმოგვედგინა, რაც სწორი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. ვიბრძოლებთ თუ არა სკუდეტოსთვის? - ის, რომ ამაზე გულშემატკივრები ლაპარაკობენ, უკვე დიდი გამარჯვებაა, რადგან ბოლო წლებში "ფიორენტინას" უმაღლესი მიზნისთვის არ უბრძოლია.
ეს იმის მანიშნებელია, რომ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით წინ. თუმცა, პირადად მე, სკუდეტოზე საერთოდ არ ვფიქრობ და ერთადერთი, რაც მაღელვებს, ის ხარვეზებია, რომლებიც ჯერ კიდევ ბლომად შეინიშნება ჩვენს თამაშში. პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი კარგად იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"