იტალია. სერია A. XIV ტურის წინ: იტალიური ფეხბურთის კლასიკა

AutoSharing Option
"მილანი"-"იუვენტუსი" თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ იტალიური ფეხბურთის კლასიკად, რადგან საქმე გვაქვს კალჩოს ორი ყველაზე ტიტულოვნი გუნდის დაპირისპირებასთან.

თუ "იუვენტუსს" ტროფეებში ქვეყნის მასშტაბით არ ჰყავს ბადალი, "მილანი" ევროარენაზეა მიუწვდომელი...

სკანდალური მატჩის შესახებ...
გასულ სეზონში, "სან სიროზე" გამართული "მილანი"-"იუვენტუსის" მატჩი სკანდალური გამოდგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "იუვენტუსი" ყველაზე ახლოს სწორედ იმ შეხვედრაში იყო მარცხთან, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გადარჩა.

გადარჩა დიდწილად მსაჯების გამო, რომლებმაც "მილანელ" სალი მუნტარის წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს...

"მილანის" გულშემატკივრები დღესაც ამბობენ, რომ იმ მატჩის მოგების შემთხვევაში, სწორედ მათი
საყვარელი გუნდი გახდებოდა სკუდეტოს მფლობელი და არა "იუვენტუსი".

"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მუნტარის აჩრდილი, უფრო სწორად კი მუნტარის გოლის აჩრდილი დღემდე დაჰყვება "ვეკია სენიორას".

იმედი დავიტოვოთ, რომ კვირას დაგეგმილ პაექრობაში მსაჯები თავის მოვალეობას იდეალურად შეასრულებენ.

დიდი მატჩის წინ
მოახლოებული ჯახისთვის ორივე ბანაკში განსაკუთრებულად ემზადებიან - მაგალითად, ანდრეა პირლომ არ დამალა, რომ მილანში გამარჯვება სკუდეტოსკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება.

დაახლოებიოთ ამგვარი განცხადებები გააკეთეს ფაბიო კვალიარელამ და არტურო ვიდალმა...

მილანელებს სხვა ამოცანა აქვთ, მათ კრიზისი უნდა დაძლიოთ და ერთხმად აცხადებენ, რომ "იუვეს" ძლევა ამის წინაპირობა გახდება. კომენტარებს ქვემოთ გაგაცნობთ, აქ კი გუნდებში არსებულ ვითარებას შევეხოთ...

ტრადიციულად, "მილანის" ლაზარეთში უამრავი ფეხბურთელია, ტურინელები კი მხოლოდ ჯორჯო კიელინის და სავარაუდოდ, ლუსიოს მოისაკლისებენ. ბოლო სამი სეზონია, "იუვეს" მაქსიმუმ 2-3 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი ამბავი.

ფაქტია, ტურინში ყველა მიმართულებით შესანიშნავად მუშაობენ და ამ ტემპს არც სამედიცონო პერსონალი ჩამორჩება. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორი ფეხბურთელის გამოკლება "ვეკია სენიორასთვის" საკმაოდ სერიოზული პრობლემაა...

საქმე იმაშია, რომ ჯორჯო კიელინიც და ლუსიოც ცენტრალური მცველები არიან, მათი ღიორსეული შემცვლელის მოძებნა კი ანტონიო კონტეს ნამდვილად გაუჭირდება. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ანდრეა ბარცალისთან და ლეონარდო ბონუჩისთან ერთად, დაცვის ცენტრში მარტინ კასერესი გაირჯება. სამხრეთამერიკელი უფრო მარჯვნივ იქნება, მაგრამ ეს მაინც არაა მისთვის ჩვეული ამპლუა და რთული სათქმელია, რამდენად კარგად გაართმევს მოვალეობას თავს.

სხვა მხრივ, ტურინელებს ყველაფერი რიგზე აქვთ - ნახევარდაცვაში ხშირად მაურისიო ისლა და შტეფან ლიხტშტაინერი ენაცვლებიან ერთმანეთს და ამჯერად, ძირითადში ალბათ ექს-უდინელი იქნება.

რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, იქ სებასტიან ჯოვინკოსა და ფაბიო კვალიარელას ტანდემი უნდა ვიხილოთ.

"მილანის" ლაზარეთს ისე ტოვებენ ფეხბურთელები და შემდეგ, უკან ბრუნდებიან, რომ ვგონებთ, ამას ვეღარც მასიმილიანო ალეგრი აკონტროლებს ხეირიანად. ალეშანდრე პატო ისევ დაშავდა და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა ბრაზილიელ თავდამსხმელს.

"მილანის" თავკაცი სავარაუდოდ 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავისთან ერთად, ბოიან კრკიჩს და კევინ პრინს ბოატენგს გაამწესებს. განელის ფორვარდობა არ გაიშვას, მაგრამ ფლანგიდან თამაში უფრო ეხერხება და ალბათ ეს ფუნქცია დაეკისრება.

მოედანზე იქნება ურბი ემანუელსონი და თუ ბოას არ წაუვა თამაში, შესაძლოა ჰოლანდიელს გაუცვალოს პოზიცია.

დაცვის ცენტრში მარიო იეპესი და "ანდერლეხტის" კარში სუპერ-გოლის გამტანი ფილიპ მექსე გაირჯებიან, კარში კი კრისატიან აბიატი იდგება, რომელმაც ბოლო შეხვედრებში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და პრესის მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლი გამოიარა.

მოკლედ, "როსონერის" კიპერი წნეხშია და ვნახოთ, იქონიებს თუ არა ეს მის ასპარეზობაზე გავლენას. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი):
"ეს ის შეხვედრაა, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას კრიზისს და პროგრესის გზაზე დაგვაყენოს. ამისთვის გამარჯვებაა საჭირო გუნდთან, რომელიც არა მარტო იტალიაში, ევროპაშიც საუკეთესოა.

"ანდრელეხტთან" გამარჯვებით, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მოვიპოვეთ და მთლიანად ეროვნულ პირველობაზე გადმოვერთეთ - საჭიროა სრული კონცენტრირება მოვახდინოთ "იუვესთან" ჯახზე და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

მეტოქე ძლიერია ყველა რგოლში, ჩვენი კოზირი კი მონდომება და გამარჯვების წყურვილი უნდა იყოს".

ანჯელო ალესიო (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი):
"ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე მძიმე მატჩი მიმდინარე სეზონში, რადგან "მილანთან" გასვლაზე ჭიდილი ყოველთვის კატასტროფულად რთული იყო. გასულ სეზონში, ყველაზე მძიმე მატჩი სწორედ "სან სიროზე" გადავიტანეთ და ვეჭვობ, რომ ამჯერადაც ასე იქნება.

დაცვაში ჩაჯდომას ნამდვილად არ ვაპირებთ, აუცილებლად გადავალთ მეტოქეს ნახევარზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც ქულის მოპოვება წარმოუდგენელია. შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი მატჩის წინა დღეს გადაწყდება".


ანდრეა პირლო (იუვენტუსი):
"მილანში დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელია, რადგან კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "როსონერიში" გავატარე. ვიცი, რომ ტიფოზები ისევე თბილად მიმიღებენ, როგორც ერთი წლის წინ და ეს ჩემთვის ყველაზე ფასეულია.

რაც შეეხება შეხვედრას, შანსები 50/50-ზეა, რადგან ერთმანეთის პირისპირ ორი გიგანტი, ისტორიული მეტოქე წარსდგება. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, მილანში სწორედ სამი ქულისთვის მივდივართ".


სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო, იეპესი, მექსე, კონსტანტი - მონტოლივო, დე იონგი, ემანუელსონი - ბოატენგი, ბოიანი, ელ შაარავი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, ბარცალი - ისლა, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო, კვალიარელა.

იტალია. სერია A. XIV ტური
24 ნოემბერი
პალერმო-კატანია 23.45
დისკვალიფიკაცია: უიკანი, ლაბრინი, ბარეტო (პალერმო).
ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი - კეკო, აუგუსტინი, შაკა, ბიაჯანტი, ბერგესიო.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +6=7-6, (31-32)

25 ნოემბერი
ატალანტა-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: ჩიგარინი (ასტალანტა).
ტრავმა: ფერეირა პინტუ, კაპელი, ბელინი, ბიონდინი - ანტონელი, ფერონეტი, ხორკერა, ანსელიმო, პიშიტელა.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +7=3-6, (19-16)

კიევო-სიენა 18.00
დისკვალიფიკაცია: ჰეტემაი, სარდო - ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე.
ტრავმა: სკუიცი, პაპი, ფრეი - ზე ედუარდო, პაჩი.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +6=4-7, (19-21)

პესკარა-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: ძანონი, კაპუანო, კაშონე - გუბერტი, დე როსი.
ტრავმა: ბურგმანი, კოლუჩი, საველონი, ბლაზი - ლამელა, სტეკელენბურგი.
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

სამპდორია-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: პორტანოვა, ტაიდერი (ბოლონია).
ტრავმა: პოცი, მაქსი ლოპესი, ედერი - კარვალიო, აკვაფრესკა, ნატალი, კურჩი, პაციენცა, პაპონი, გარიჩი, ხიმენესი.
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +6=7-4, (27-23)

ტორინო-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: პისარო (ფიორენტინა).
ტრავმა: სუჩუ, ბაკიჩი, მეჯორინი, ვივესი - კამპორეზე.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4=4-10, (12-28)

მილანი-იუვენტუსი 23.45
ტრავმა: მესბა, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, ანტონინი, აბატე, ტრაორე, ამბროზინი, ბონერა, პატო - კიელინი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +13=14-15, (48-55)

26 ნოემბერი
კალიარი-ნაპოლი 22.00
დისკვალიფიკაცია: ასტორი - კავანი.
ტრავმა: ნენე (კალიარი).
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +5=12-7, (27-29)

პარმა-ინტერი 00.00
დისკვალიფიკაცია: პაროლო - გარგანო, კასანო.
ტრავმა: გალოპა - ობი, კივუ, სტანკოვიჩი, მუდინგაი, გუარინი.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +12=10-16, (47-58)

27 ნოემბერი
ლაციო-უდინეზე 23.45
ტრავმა: ბროკი, დიასი - ბენეტია, პინცი, მურიელი, ლაძარი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +17=9-10, (71-54)

შენიშვნა: +მოგება, =ფრე, -წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუვენტუსი 13 10 2 1 29-9 32
2 ინტერი 13 9 1 3 26-15 28
3 ფიორენტინა 13 8 3 2 23-10 27
4 ნაპოლი 13 8 3 2 22-11 27
5 ლაციო 13 7 2 4 19-17 23
6 კატანია 13 5 4 4 17-17 19
7 ატალანტა 13 6 2 5 14-19 18
8 რომა 12 5 2 5 28-23 17
9 პარმა 13 4 5 4 16-18 17
10 კალიარი 13 4 4 5 13-19 16
11 უდინეზე 13 3 7 3 18-20 16
12 მილანი 13 4 3 6 20-18 15
13 ტორინო 12 3 6 3 13-10 14
14 სამპდორია 13 4 2 7 16-19 13
15 ბოლონია 13 3 2 8 15-18 11
16 პალერმო 13 2 5 6 11-20 11
17 კიევო 13 3 2 8 13-25 11
18 პესკარა 13 3 2 8 9-24 11
19 სიენა 13 4 4 5 13-14 10
20 ჯენოა 13 2 3 8 13-21 9
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
10 - ელ შაარავი (მილანი); 8 - კავანი (ნაპოლი), ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე); 7 - მილიტო (ინტერი), კლოზე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIII ტური: სამი ლიდერის სამი ქულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული