იტალია. სერია A. XIV ტური: "მილანმა" "იუვენტუსი" წააქცია [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 1:0.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი, რომელიც მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩაატარა. ლომბარდიელები უშეცდომოდ მოქმედებდნენ დაცვაში და სახიფათონი იყვნენ კონტრშეტევებზე, აქტიურად იყენებდნენ პრესინგს და აგრესიულად მოქმედებდნენ ნახევარდაცვაში.

ტურინელები ძირითადად ბურთის მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებით იყვნენ დაკავებულნი და ეს მაშინ, როდესაც მოედანზე არც ნიკლას ბენდტნერი გამოჩენილა და არც ალესანდრო მატრი.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ტურინელებმა ჩაწოდებებს მას შემდეგ მოუხშირეს, რაც მოედანზე სებასტიან ჯოვინკო
გამოჩნდა. ანჯელო ალესიომ ბევრი შეცდომა დაუშვა და მისმა გუნდმა სრულიად ლოგიკური მარცხი იწვნია.

ცალკე სალაპარაკო თემაა გოლი, რომელიც მილანელებმა თერთმეტმეტრიანით გაიტანეს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ მთავარ არბიტრს თამაშის წესების დარღვევის შესახებ კარის უკან მდგომმა მსაჯმა მიანიშნა... რაც მთავარია, პენალტი ძალზე საეჭვო იყო.

ესეც კიდევ ერთი მილანურ-ტურინული სკანდალი! ყველას კარგად გვახსოვს შარშანდელი ამბავი, როდესაც მსაჯებმა მილანელ სალი მუნტარის 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს და ამჯერად უკვე "იუვე" დაზარალდა.

ვნახოთ, რა გამოხმაურება ექნება ამ ამბავს, მაგრამ ერთი ცხადია: "მილანმა" აჯობა მეტოქეს ძალიან დაძაბულ, დრამატულ და სანახაობრივ პაექრობაში.

მშვიდობიანი დერბი სიცილიაზე
ტური სიცილიური დერბით დაიწყო, რომელიც "პალერმოს" გამარჯვებით დასრულდა. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა უკეთესად ჩაატარა შეხვედრა და სრულიად დამსახურებულად დაამარცხა "კატანია", 3:1.

არადა, მიმდინარე სეზონში "კატანია" ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს სატურნირო ცხრილიდანაც ნათლად ჩანს. ამჯერად "პალერმომ" იძალა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მასპინძლები სამი ბურთის სხვაობით უგებდნენ მეტოქეს და აქედანაც ჩანს, რომ "კატანია" უშანსოდ დამარცხდა.

პირველი გოლი ფაბრიციო მიკოლის ანგარიშზეა, შემდეგი ორი კი იოსიპ ილიჩიჩის. თუმცა შეხვედრის გმირად მაინც მიკოლი უნდა შევრაცხოთ, რომელმაც კოლოსალური მასშტაბის სამუშაო გასწია და 67-ე წუთზე მოედანი ოვაციების ფონზე დატოვა. იმ დროისთვის "პალერმო" უკვე სამი ბურთის სხვაობით იგებდა და საქმეც მოთავებული იყო.

რაც მთავარია, მატჩი განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე ჩამთავრდა და არც გულშემატკივართა შორის მომხდარა არეულობა. როგორც ჩანს, სამართალდამცავ ორგანოთა განსაკუთრებულმა მობილიზებამ თავისი საქმე გააკეთა. ნამატჩევს, გასპერინიმ ჯერ გამარჯვება მიულოცა სრულიად პალერმოს და შემდეგ - ყველაფრის მშვიდობიანად დამთავრება.

პრანდელის ოქროს რჩევა
"რომამ" მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო და მკვეთრად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. მართალია, ცხრილში დიდი ნახტომი არ გაუკეთებია, მაგრამ ლიდერთა მარაქაში გაერია და გამოიკვეთა, რომ ზდენეკ ზემანის გუნდს შეუძლია ევროსაგზურისთვის ბრძოლა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთადერთი და გამარჯვების გოლი მატია დესტრომ გაიტანა, ახალგაზრდა ფორვარდმა, რომელიც იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. დესტროზე იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდ იმედებს ამყარებენ და ამ გოლით მარტო ზემანი და "რომას" ტიფოზები არ დარჩებოდნენ კმაყოფილნი.

მაგალითად, "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ზდენეკს ღიად ურჩია, რომ დესტროს მეტი სათამაშო დრო მისცეს - შენთვისაც უკეთესი იქნება და ჩემთვისაცო. ფაქტია, ზემანმა დაუჯერა პრანდელის, რითაც მხოლოდ მოგებული დარჩა. ნამატჩევს ყურადღების ცენტრში სწორედ მატია გახლდათ:

"ეს გოლი ჰაერივით მჭირდებოდა და როგორც იქნა, გავიტანე. თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

მადლობა ზემანს, რომელიც მენდო და ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. სათამაშო დრო მჭირდება იმისთვის, რომ ბოლომდე გავიხსნა და მჯერა, ეს ასეც მოხდება. "რომას" შესწევს ძალა, რომ სამეულში მოსახვედრად იბრძოლოს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".


ქულით კმაყოფილი მონტელა
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ტურინში, სადაც "ტორინომ" "ფიორენტინა" მიიღო და მეტოქეს ქულები გაუყო. მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა გამარჯვებასთან უფრო ახლოს "გრანატა" იყო... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მასპინძლები ორჯერ იგებდნენ და მოგება ხელიდან მატჩის დასრულებამდე შვიდიოდე წუთით ადრე გაუშვეს.

"ფიორენტინა" ისევ სტევან იოვეტიჩის გარეშე ასპარეზობს, თუმცა კონკრეტულად ამ შეხვედრაში ფლორენციელებს უფრო დაცვაში გაუჭირდათ, ვიდრე თავდასხმაში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მიუხედავად დაკარგული ორი ქულისა, "ვიოლა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა.

შესაძლოა, მხოლოდ ერთი დღით, მაგრამ ესეც საქმეა... ბოლოს როდის იყო "ფიორენტინა" ლიდერის უახლოესი მდევარი, ვგონებთ, ტოსკანელ გულშემატკივრებსაც აღარ ახსოვთ. მატჩის შემდეგ "ფიორენტინას" თავკაცი ვინჩენცო მონტელა კმაყოფილი იყო:

"შესანიშნავი შეხვედრა იყო, რომლის ყურებაც ერთ რამედ ღირდა. ორივე გუნდი მოგებაზე იყო დაგეშილი, საბოლოოდ კი ფრე გამოვიდა. შეგირდთა თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან ბოლომდე იბრძოლეს და ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს.

ვიმსახურებდით თუ არა მოგებას? - ასე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რადგან მომენტები ორივე კართან საკმაო რაოდენობით შეიქმნა. ისეთივე წარმატებით შეიძლებოდა მოგვეგო, როგორც წაგვეგო. საბოლოოდ კი მივიღეთ ფრე, რაც არცთუ ისე ცუდი შედეგია".

იტალია. სერია A. XIV ტური
პალერმო-კატანია 3:1
გოლები: 1:0 მიკოლი (10), 2:0 ილიჩიჩი (49), 3:0 ილიჩიჩი (60), 3:1 ლოდი (70).
პალერმო (3-5-2): ბენუსი - მუნიოსი, დონატი, ფონ ბერგენი (75. პიზანო) - მორგანელა, კურტიჩი, რიოსი, გარსია, ბრიენცა (86. ვიოლა) - მიკოლი (67. დიბალა), ილიჩიჩი.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი (86. კაპუანო), ლეგროტალიე, მარკეზე - ისკო (44. კასტრო), ალმირონი, ლოდი - მორიმოტო (63. დუკარა), ბარიენტოსი, გომესი.
გაფრთხილება: მუნიოსი, დონატი, ბრიენცა, მიკოლი - სპოლი, ალმირონი, გომესი, დუკარა.
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 21-11(10-8); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 35 000

ატალანტა-ჯენოა 0:1
გოლი: 0:1 ბერტოლაჩი (39).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, მანფრედინი, სტენდარდო, პელუზო - სკელოტო (56. დე ლუკა), კარმონა (71. რადოვანოვიჩი), კაცოლა, ბონავენტურა (81. პარა) - მორალესი, დენისი.
ჯენოა (4-4-1-1): ფრეი - სამპირიზი, გრანკვისტი, კანინი, მორეტი - ტოზსერი, კუჩკა, იანკოვიჩი, ბერტოლაჩი (64. სეიმური) - ვარგასი (57. როსი) - ბორიელო (81. იმობილე).
გაფრთხილება: ბონავენტურა - იანკოვიჩი, ბორიელო.
გაძევება: მორეტი (86. ჯენოა).
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 12-5(6-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 20 000

კიევო-სიენა 0:0
კიევო (4-3-3): სორენტინო - ანდრეოლი, დაინელი, ცეზარე, დრამე - გუანა, ლ. რიგონი, ლუსიანო (43. კრუსადო) - თერეუ, პელისიერი (76. კოფიე), პალოსკი (60. სამასა).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ფელიპე, ნეტო, კონტინი - ანჯელო (63. სესტუ), ვერგასოლა, ბოლცონი, რუბინი - ვალიანი (89. რეჯინალდო), როზინა (84. ვერე) - კალაიო.
გაფრთხილება: ცეზარი, ლუსიანო - ანჯელო, ბოლცონი.
გაძევება: სამასა (86).
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 7-22; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 3-7(0-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 10 000

პესკარა-რომა 0:1
გოლი: 0:1 დესტრო (50).
პესკარა (4-4-2): პერინი - რომანიოლი, ტერლიცი, ბოკეტი, ბალცანო - ნიელსენი, ტონი (74. სოდიმო), ბარნასონი, მოდესტო (80. კაპრარი) - კუინტერო (55. ვივესი), აბრუსკატო.
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - პიანიჩი, ბრედლი, ფლორენცი (69. მარკინიო) - დესტრო (78. პეროტა), ოსვალდო (87. ტაჩტიდისი), ტოტი.
გაფრთხილება: ბოკეტი, სოდიმო, ვეისი - პიანიჩი, ბრედლი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 4-18(0-6); ბურთის ფლობა: 47%-54%.
მაყურებელი: 15 000

სამპდორია-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 პოლი (61).
სამპდორია (4-2-3-1): რომერო - გასტალდელო, მუსტაფი, როსინი, კოსტა - ობიანგი, მუნარი (46. ედერი - 72. ტისონე) - მარესკა, კრსტიჩიჩი, პოლი (81. სორიანო) - იკარდი.
ბოლონია (3-4-1-2): ალიარდი - ანტონსონი, სორენსენი, კერუბინი - მოტა, პერესი (79. პაციენცა), გუარენტე (76. პასკუატო), მორლეო - დიამანტი - გაბიადინი (57. კონე), ჯილარდინო.
გაფრთხილება: გასტალდელო, კოსტა, მარესკა, ობიანგი - ალიარდი, კონე.
გაძევება: მორლეო (5).
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 11-7(5-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 22 000

ტორინო-ფიორენტინა 2:2
გოლები: 1:0 ჩერჩი (40), 1:1 გონსალო (73), 2:1 ბირსა (76), 2:2 ელ ჰამდაუი (83).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი (76. როდრიგესი), ოგბონა, დამბროზიო - ბაშა, გაცი, მეჯორინი (70. სტევანოვიჩი), სანტანა - ჩერჩი (66. ბირსა), ბიანკი.
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია (82. ელ ჰამდაუი), გონსალო, სავიჩი - კუადრადო, აკვილანი (38. ლიაიჩი), ბორხა ვალერო, ოლივერა, პასკუალი - ფერნანდესი, ტონი (42. სეფეროვიჩი).
გაფრთხილება: ოლივერა (ფიორენტინა).
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-14(4-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 21 000

მილანი-იუვენტუსი 1:0
გოლი: 1:0 რობინიო (31).
მილანი (4-3-3): ამელია - დე შილიო, მექსე (72. საპატა), იეპესი, კონსტანტი - მონტოლივო, დე იონგი, ნოჩერინო - ბოატენგი (83. ფლამინი), რობინიო (65. პაცინი), ელ შაარავი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, ბარცალი - ისლა (46. პადოინი), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა (71. პოგბა) - ვუჩინიჩი, კვალიარელა (57. ჯოვინკო).
გაფრთხილება: მექსე, იეპესი, ნოჩერინო - ბონუჩი, ისლა, მარკიზიო, ჯოვინკო.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-7(6-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 80 000

VideoSportall.Ge
მილანი - იუვენტუსი 1:0


26 ნოემბერი
კალიარი-ნაპოლი 22.00
პარმა-ინტერი 00.00

27 ნოემბერი
ლაციო-უდინეზე 23.45

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუვენტუსი 14 10 2 2 29-10 32
2 ფიორენტინა 14 8 4 2 25-12 28
3 ინტერი 13 9 1 3 26-15 28
4 ნაპოლი 13 8 3 2 22-11 27
5 ლაციო 13 7 2 4 19-17 23
6 რომა 14 7 2 5 31-23 23
7 კატანია 14 5 4 5 18-20 19
8 მილანი 14 5 3 6 21-18 18
9 ატალანტა 14 6 2 6 14-20 18
10 პარმა 13 4 5 4 16-18 17
11 კალიარი 13 4 4 5 13-19 16
12 სამპდორია 14 5 2 7 17-19 16
13 უდინეზე 13 3 7 3 18-20 16
14 ტორინო 14 3 7 4 15-14 15
15 პალერმო 14 3 5 6 14-21 14
16 ჯენოა 14 3 3 8 14-21 12
17 კიევო 14 3 3 8 13-25 12
18 სიენა 14 4 5 5 13-14 11
19 ბოლონია 14 3 2 9 15-19 11
20 პესკარა 14 3 2 9 9-25 11
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
10 - ელ შაარავი (მილანი); 8 - კავანი (ნაპოლი), ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე); 7 - მილიტო (ინტერი), კლოზე (ლაციო), ოსვალდო (რომა).

მომდევნო ტური:
30 ნოემბერი
კატანია-მილანი

1 დეკემბერი
იუვენტუსი-ტორინო

2 დეკემბერი
ნაპოლი-პესკარა, სიენა-რომა, უდინეზე-კალიარი, ლაციო-პარმა, ჯენოა-კიევო, ინტერი-პალერმო, ბოლონია-ატალანტა, ფიორენტინა-სამპდორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სერიოზული და აზრიანი საფეხბურთო მენეჯერი! რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გეყოლებათ გუნდი, თქვენ ამ გუნდს ავარჯიშებთ, ასრულებთ საინტერესო დავალებებს, ახორციელებთ ტრანსფერებს და კიდევ ბევრს სხვა საინეტერსო დეტალს... ამ გუნდით პირველ სეზონში (სეზონი 3 თვეს გრძელდება) გამოდიხარ შენი ქვეყნის უდაბლეს ლიგაში და მიზნად ისახავ გუნდის უმაღლეს ლიგაში აყვანას. 1 სრულ კვირაში გაქვს 3 ლიგის მატჩი, ასევე თასის თამაშები. გყავს სპონსორი, რომელიც გაძლევს ფულს და შენ ეს ფული გონივრულად უნდა გადაანაწილო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და შიგადაშიგ ტრანსფერებიც განახორციელო, ეს შენს ნებასურვილზეა. მოკლედ ძალიან საინეტერესო სათამაშოა! ვისაც ფეხბურთი გიყვართ და გესმით მაგრად მოგეწონებათ ეს თამაში! რეგისტრაციის ლინკი: http://trophymanager.com/?c=2678000
shota
14:42 26-11-2012
0

სიახლეები პოპულარული