მასიმილიანო ალეგრი: ტურინის "იუვენტუსს" ვაჯობეთ, მაგრამ პენალტი მართლა არ იყო

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღიარა, რომ იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში ტურინის "იუვენტუსთან" მათ სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი უსამართლო იყო.

მასპინძლებმა ჩემპიონატის ლიდერი "ბებერი ქალბატონის" ძლევა სწორედ პენალტიდან, რობინიოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით შეძლეს.

"პირით ხაზიდან მართლაც შეიძლება მოგჩვენებოდათ, რომ პენალტი იყო, თუმცა გამეორებაზე აშკარად ჩანდა, რომ იმ ეპიზოდში ხელით თამაში არ ყოფილა.

"მილანმა" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ. ეს თამაში კი არა, ნამდვილი ომი იყო.

აღსანიშნავია, რომ დაცვაში ძალიან ორგანიზებულად ვმოქმედებდით და "ბიანკონერის" შანსი არ მივეცით. ჩვენ "იუვეს"
კარის მიმართულებით სულ ერთხელ დავარტყმევინეთ მაშინ, როცა თავად 4-5 საგოლე მომენტი შევქმენით.

ბიჭებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ვმოქმედებდით, როგორც ერთი მთლიანი, რაც დადებითი ნიშანია.

მართალია, ელ-შაარავის არ გაუტანია, მაგრამ სტეფანი ბრწყინვალე თვისებებს ფლობს. ყველაზე სასარგებლო კი მაშინაა, როდესაც ფლანგიდან უტევს",
- აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს Football Italia.

წესით, ლიდერთან გამარჯვებამ გარკვეულწილად უნდა დააშოშმინოს ისინი, ვინც მილანელთა თავკაცის გადაყენების მოთხოვნით გამოდიოდა. შეგახსენებთ, რომ ალეგრის სავარაუდო შემცვლელად "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა სახელდება.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIV ტური: "მილანმა" "იუვენტუსი" წააქცია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული