ხავიერ ძანეტი: "ინტერი" გამარჯვებას არ იმსახურებდა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ აღიარა, რომ მისი გუნდი "პარმასთან" (0:1) მატჩში წაგებას იმსახურებდა.

ტურინის "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ "ნერაძური" უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრას ვერ იგებს.

"ატალანტასთან" და "კალიარისთან" შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო, მაგრამ "პარმასთან"...

მატჩის მეორე ნახევარი, პრაქტიკულად, ჩავაგდეთ. წინა ორ შეხვედრაში კი გამარჯვებას ვიმსახურებდით.

არ უნდა დავნებდეთ. წინ ბევრი მატჩია დარჩენილი, ხოლო "ინტერი" სატურნირო ცხრილის საუკეთესო ოთხეულშია",
- თქვა ძანეტიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIV ტური: "ბებერი ქალბატონის" ლოგიკური მარცხი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული