26 ნოემბერს გამართულ მატჩში მასპინძლებმა მილანელებს მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლიეს.
თამაშის შემდეგ "ნერაძურის" დამრიგებელს ვერაფრით აეხსნა, თუ რატომ ჩაატარეს მისმა შეგირდებმა მეორე ტაიმი ასე სუსტად.
"ვერ ვიტყოდი, რომ "ინტერმა" თამაში ცუდად დაიწყო. ვცდილობდით, რომ თამაშის სადავეები თავიდანვე ხელთ გვეგდო და გარკვეულწილად ეს შევძელით კიდეც.
კი ბატონო, ბიაბიანიმ არაერთი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ურიგოდ ვირჯებოდით.
რაც შეეხება მეორე ტაიმში ჩვენს
მეტი რაღა უნდა ვთქვა? ბოლო დროს ტრავმების მხრივაც აშკარად "გვიმართლებს", თუმცა ამას თავის მართლებად ნუ ჩამომართმევთ", - ამბობს სტრამაჩონი.
ასევე იხილეთ:
ხავიერ ძანეტი: "ინტერი" გამარჯვებას არ იმსახურებდა
იტალია. სერია A. XIV ტური: "ბებერი ქალბატონის" ლოგიკური მარცხი